News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კვლევის ფარგლებში მათ შეამოწმეს ხანდაზმულთა მეხსიერება, ინფორმაციის დამუშავების სისწრაფე, აზროვნების უნარი. გარდა ამისა, კვლევის მონაწილეები ავსებდნენ კითხვარს, რომელიც ეხებოდა მათ შრომით სტაჟს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ გონებრივი შრომა მეხსიერებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. თუმცა აქ თავი იჩინა ერთმა გარემოებამ, კერძოდ, იმან, რომ ინტელექტუალურ სფეროში მომუშავე ადამიანებს თავიდანვე უკეთესი გონებრივი შესაძლებლობები აქვთ, ამიტომ მათი ტვინი უფრო უკეთ არის დაცული კოგნიტიური კვდომისაგან. ამის გათვალისწინებით, მკვლევრებმა შეამოწმეს ადამიანების IQ 11 წლის ასაკში. აღმოჩნდა, რომ მომავალში ინტელექტის კოეფიციენტი გონებრივ უნარებს შორის განსხვავების მხოლოდ 50%-ს განსაზღვრავს, დანარჩენი 50% კი, სავარაუდოდ, გარეგან ზემოქმედებაზეა დამოკიდებული.

როგორ დავიცვათ გული შეტევის შემდეგ

მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ შეტევის შემდეგ გულს დაზიანებისგან იოდიდი დაიცავს. გულის შეტევის დროს ირღვევა სისხლის მიმოქცევა, რის გამოც გულის უჯრედებამდე ვეღარ აღწევს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი და ვითარდება ჟანგბადოვანი შიმშილი. სწორედ ეს უკანასკნელი იწვევს გულის დაზიანებას. ჟანგბადის დეფიციტის გამო მცირდება უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარება. ასეთ უჯრედებში ქიმიური პროცესების აქტივობა დაქვეითებულია და, შესაბამისად, შეფერხებულია ნივთიერებათა ცვლაც. სისხლის მიმოქცევის აღდგენის შემდეგ ნორმასთან შედარებით რამდენიმეჯერ იმატებს მეტაბოლიზმისა და უჯრედის მიერ ჟანგბადის მოხმარების ინტენსივობა, ეს კი ანომალიური მოლეკულების გამომუშავებას იწვევს. იმუნური სისტემა მათ ვერ ცნობს, ამიტომ უტევს ასეთი მოლეკულების შემცველ უჯრედებს, რაც რეპერფუზიულ დაზიანებას იწვევს - ორგანიზმი თვითონვე აზიანებს საკუთარ თავს. იოდიდი სწორედ ამისგან გვიცავს. მეცნიერები ლაბორატორიულ თაგვებს გულის შეტევის გამომწვევი შევიწროებული არტერიის გასაფართოებლად გამოყენებული ინსტრუმენტის ამოღებამდე 5 წუთით ადრე აძლევდნენ იოდიდს. ეს ქიმიური ნაერთი 75%-ით ამცირებდა გულის კუნთის მკვდარი ნაწილის მოცულობას. როგორც ჩანს, იოდიდი აფერხებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. ეს ჰორმონები ასტიმულირებენ ცვლით პროცესებს, შესაბამისად, მათი სიმცირის შემთხვევაში გულის უჯრედებში მეტაბოლიზმის სახიფათო აქტივაცია აღარ მოხდება. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს ნაერთი სახიფათო არ არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მას შეიცავს მრავალი საკვები (მაგალითად, თევზი, მარცვლეული). მეტიც - იოდიდის კონცენტრაციის რეკომენდებულზე 10 000-ჯერ მეტად გაზრდის შემთხვევაშიც კი არ მივიღებთ ტოქსიკურ ეფექტს. მეცნიერებს განზრახული აქვთ, იოდიდის კლინიკური გამოცდა უახლოეს 1-2 წელიწადში დაიწყონ.