„მაკდონალდსის“ უცვლელი გემო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„მაკდონალდსის“ უცვლელი გემო

„მაკ დრაივის“ ხშირი სტუმარი ვარ და იმის მიუხედავად, რომ წონას ყოველთვის ვაკონტროლებ, მაინც არასდროს ვამბობ უარს ბიგ მაკზე. წონის კონტროლის საშუალებას პროდუქტის შეფუთვაზე დატანილი შემადგენლობა და კალორიების ცხრილი მაძლევს. ასე, რომ ყოველთვის შემიძლია მივირთვა ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს!

„მაკდონალდსის“ სენდვიჩების გემოვნებით თვისებებს პროდუქციის ხარისხის განაპირბებს, რისგანაც ისინი მზადდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სენდვიჩებს 100% საქონლის ხორცით ამზადებენ. ინფორმაცია „მაკდონალდსის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მოვიძიე.

საქართველოს „მაკდონალდსი“ ხორცით თვეში ორჯერ მარაგდება გერმანიიდან,კერძოდ ქალაქ გიუნზბურგის ქარხნიდან. საქართველოს გარდა, ეს ქარხანა გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მომწოდებელიც არის.

საქონლის ხორცი, სანამ ჩვენამდე მოვა, კონტროლის ბევრ ეტაპს გადის. ქარხანაში ხორცის წარმოების საუკეთესო ტექნიკას და თანამედროვე მეთოდებს იყენებენ, ასევე მკაცრად იცავენ ჰიგიენისა და წარმოების ნორმებს. პირველ რიგში, ფერმიდან მიტანილი ხორცი ლაბორატორიულ შემოწმებას გადის, შემდეგ მუშავდება და სწრაფი გაყინვის მეთოდით იყინება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხორცს ყველა სასარგებლო თვისება უნარჩუნდება. „მაკდონალდსის“ სენდვიჩებისთვის ხორცის დასამზადებლად, გამოიყენება საქონლის წინა და უკანა მეოთხედის კუნთის საუკეთესო ნაჭრები.

აღსანიშნავია ისიც, რომ გიუნზბურგის ქარხანაში წარმოებული ხორცი, არ შეიცავს დანამატებს, რაც კომპანიის ხელთ არსებული ხარისხის სერტიფიკატებით დასტურდება. ქარხანა ხორცით გერმანული და ავსტირული ფერმებიდან მარაგდება, რაც ასევე მეტყველებს პროდუქციის ხარისხზე.

როგორც აღმოჩნდა, მაკდონალდსის უცვლელ გემოს, სწორედ ხორცის უმაღლესი ხარისხი განაპირობებს.

სალომე ალანია

R