News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კვლევის ხელმძღვანელი, დოქტორი კელი პარტელი, და მისი კოლეგები 8500 ამერიკელ მოსწავლეს აკვირდებოდნენ. 10 წლის ასაკში შეაფასეს ფასფუდზე მათი მოთხოვნა, 3 წლის შემდეგ კი - მოსწრება. გამოკითხვამდე ერთი კვირით ადრე ამ ბავშვების 53% - კვირაში 1-3-ჯერ, 10% - 4-6-ჯერ, 10% კი ყოველდღე ჭამდა სწრაფი კვების პროდუქტებს. ბავშვებმა, რომლებიც ხშირად მიირთმევდნენ ფასფუდს, ზუსტი მეცნიერებების ტესტებში საშუალოდ 79 ქულა აიღეს, ხოლო ფასფუდისადმი გულგრილებმა - 83 ქულა. ჩამორჩენა კითხვაშიც შეიმჩნეოდა. ეს მონაცემები სრულიადაც არ არის გასაკვირი, რადგან შარშან მღრღნელებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ფასფუდი ნეგატიურად მოქმედებდა ვირთხების მეხსიერებაზე, რისი მიზეზიც ამ პროდუქტის გავლენით ჰიპოკამპში განვითარებული ანთებითი პროცესები იყო. ტვინის ეს ზონა ვერბალურ და აბსტრაქტულ აზროვნებაზე აგებს პასუხს.

დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები ჯანმრთელობას არ წაადგება

დიდხანს მიიჩნეოდა, რომ დაბალგლიკემიურინდექსიანი დიეტა სასარგებლო იყო მსუქნებისთვის, რომლებსაც დარღვეული ჰქონდათ ნივთიერებათა ცვლა, მაგრამ ბრიგამის ქალთა ჰოსპიტლისა და ჯ. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასეთი დიეტა ვერც ინსულინის, ვერც ცხიმებისა და ვერც სისხლის წნევის მაჩვენებლებზე ვერავითარ ვერ გავლენას ახდენს. მკვლევრებმა შეისწავლეს გლიკემიური ინდექსის მიხედვით განსხვავებული, მაგრამ ნახშირწყლებისა და სხვა საჭირო ნივთიერებების შემცველობით მსგავსი დიეტები. შეგახსენებთ: გლიკემიური ინდექსი გვიჩვენებს, საკვების მიღებიდან რამდენად სწრაფად იმატებს სისხლში შაქრის დონე. მიჩნეულია, რომ თუ სისხლში არ ხდება შაქრის მკვეთრი, ნახტომისებური მატება, ეს დადებითად აისახება ინსულინურ პროფილზე. ზემოხსენებულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონია. მეტიც - დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები ვერც დაბალი და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა (ქოლესტერინის) და ტრიგლიცერიდების დონეს აწესრიგებს, ვერც სისტოლური წნევის ციფრებს სწევს დაბლა და ვერც ინსულინის მიმართ მგრძნობელობას ზრდის.