News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

ვარაუდობენ, რომ რესვერატროლს შეუძლია გაუმკლავდეს ისეთ ნეიროდეგენერაციულ დაავადებებს, როგორიცაა, მაგალითად, ალცჰაიმერი. მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ რესვერატროლის სასწაულმოქმედ თვისებებზე. მაგალითად, ის ამცირებს თავის ტვინისა და ყელის კიბოს განვითარების რისკს. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება უჯრედებს აზიანებს, ხოლო რესვერატროლი ანადგურებს დაზიანებულ უჯრედებს, რომლებიც კიბოს განვითარების რისკსაც შეიცავს. გარდა ამისა, ამ ნაერთს აკნეს გამომწვევი ბაქტერიების მოქმედების შესუსტებაც შეუძლია.

ექიმები მომავალ მშობლებს ბავშვის ოთახის რემონტს უკრძალავენ

ბუნებრივია, მომავალი მშობლები პატარას დასახვედრად ემზადებიან და საბავშვო ოთახის სათანადოდ მოწყობას ცდილობენ, რის გამოც ახალშობილს ხშირად უწევს ახალგარემონტებულ ოთახში დაბინავება. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ეს საშიშია - ხალიჩა და ლამინატი მავნე ნაერთების წყაროს წარმოადგენს. ჰელმჰოლცის ცენტრი, რომელიც ჯანმრთელობაზე საცხოვრებელ გარემოს გავლენას შეისწავლის, გვირჩევს, ორსულობის პერიოდში და ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს საბავშვო ოთახის რემონტს ვერიდოთ. მეცნიერთა თქმით, გერმანიაში ყოველწლიურად 20 000-მდე ბავშვს სჭირდება სუნთქვის პრობლემების გამო სამედიცინო დახმარება, რაშიც ბრალი მიუძღვის ლამინატისა და ხალიჩის წებოს შემადგენლობაში შემავალ ნაერთებს. ჩვილების სათუთი ფილტვებისთვის ეს ნაერთები განსაკუთრებით ტოქსიკურია. გარდა ამისა, ორსულობისას ისინი იწვევენ იმუნურ პასუხს და ზრდიან ალერგიის განვითარების რისკს. რისკი განსაკუთრებით მაღალია, თუ დედას და მამას აქვთ ასთმა, ალერგიული რინიტი ან ალერგიის რომელიმე სხვა ფორმა. ასეთი ბავშვები სუნთქვის გაძნელების გამო სხვებზე 5-ჯერ ხშირად ხვდებიან ექიმთან.

სწორი სუნთქვით ცხიმის 80%-ის დაწვა ყოფილა შესაძლებელი

აღმოჩნდა, რომ ფილტვები წონის ცვლილებასთან დაკავშირებული მთავარი ორგანო ყოფილა, სწორ სუნთქვას კი წონის ეფექტურად შემცირება შესძლებია. ცნობილია, რომ სისხლი შეიცავს ტრიგლიცერიდებს (ცხიმების ტიპი), რომლებიც სამი ნივთიერების - ნახშირბადის, წყალბადისა და ჟანგბადის ატომებისგან შედგება. წონის კლების დასაწყებად საჭიროა დაჟანგვის პროცესის ამოქმედება, რისთვისაც ტრიგლიცერიდების მოლეკულათა ატომების განბლოკვა უნდა მოხდეს. სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა დაადგინა, რომ 10 კგ ცხიმის დაჟანგვისას წონა 8.4 კგ-ით იკლებს - ორგანიზმი მას ფილტვებიდან გამოდევნის ნახშირორჟანგის სახით, დანარჩენი 1.6 კგ კი წყლად იქცევა. დაჟანგვისთვის აუცილებელია დამწვარ ცხიმზე თითქმის სამჯერ მეტი მოცულობის ჰაერი. უხეშად რომ ვთქვათ, 10 კგ ცხიმის დასაჟანგავად სხეულმა 29 კგ ჟანგბადი უნდა მიიღოს. შედეგად წარმოიქმნება 28 კგ ნახშირორჟანგი და 11 კგ წყალი. 70 კგ წონის ადამიანი მოსვენებისას დაახლოებით 200 მლ ნახშირორჟანგს ამოისუნთქავს.