”კამელინ მ4” - უნივერსალური სამკურნალო სანთლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

”კამელინ მ4” - უნივერსალური სამკურნალო სანთლები

აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა ფარმაცევტულმა კომპანია "კამელინმაც". საპატრიარქოს, წმინდა ანას და იოაკიმეს სამშობიარო სახლის, ორსულთა პათოლოგიის გამგემ, მეან გინეკოლოგმა დავით ლანდიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო იმ კლინიკური კვლევების შედეგები, რომელიც მიღწეულ იქნა "კამელინ მ4"-ის (სანთლების) გამოყენებით ორსულებში გინეკოლოგიური პათოლოგიების და ბუასილის დროს. პრეპარატი „კამელინი“ დიდ ინტერესს იწვევს, როგორც მეცნიერთა , ასევე პრაქტიკოსი ექიმების მხრიდან. მათი ინტერესის დაკმაყოფილებას კი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენლები და კვლევებში ჩართული ექიმები, როგორც დამოუკიდებელ თემატურ კონფერენციებზე კლინიკურ კვლევებზე გამყარებული შედეგების პრეზენტაციებით, ასევე სამედიცინო საზოგადოების მიერ გამართულ კონფერენციებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობით ახდენენ. საქართველოსა და საზღვარგარეთ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა პრეპარატის ჩვენების მრავალმხრივობა. იგი გამოიყენება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სტომატოლოგია, რევმატოლოგია, ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიები და სხვა.

„კამელინის“ ბაზაზე დამზადებული სანთლების „კამელინ მ4“- ის შექმნას წინ უძღოდა წინაკლინიკური გამოკვლევები, როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის სამეცნიერო ცენტრებში. „კამელინ მ4“-ს გააჩნია მრავალმხრივი მოქმედების უნარი რექტალურ-ვაგინალური მოხმარებისთვის. წამლის ეს ფორმა მოხმარებისთვის ძალიან მარტივი და უმტკივნეულოა. „კამელინ მ4“ გამოიყენება ქალური დაავადებების, ვაგინალური ინფექციების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების, ორსულებში ანთებითი პროცესების და ბუასილის მკურნალობაში.

დავით ლანდია:

-სანთლები გამოიცადა 500 ზე მეტ ორსულსა და მელოგინეზე. აწარმოებდნენ მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ნაცხების მიკროსკოპიულ კვლევას, რომლის საფუძველზეც „კამელინ მ4“-ის დადებითი მოქმედება ლეიკოციტებზე, ასევე გრამ პლუს და გრამ მინუს ჩხირებზე აშკარა იყო. „კამელინის“ ხსნარით კი ახდენდნენ პოსტოპერაციული (გინეკოლოგიური და საკეისრო) ჭრილობების დამუშავებას. აქაც პრეპარატმა გამოავლინა რეგენერაციის მაღალი უნარი, „კამელინმა“ ხელი შეუწყო შეხორცებითი პროცესების დაჩქარებას ყოველგვერი გართულებების გარეშე.

"კამელინი მ 4“ ძალზე ეფექტური აღმოჩნდა ორსულებში ბუასილის დროს, რაც ორსულებში, განსაკუთრებით უკანასკნელ ტრიმესტრში ძალზე ხშირია. “კამელი მ 4”-მა გამოავლინა არაჩვეულებრივი სამკურნალო ეფექტი, 3-4 პროცედურა საკმარისი აღმოჩნდა უსიამოვნო სიმპტომების სრულიად გაქრობაში, ორსულები აღარ უჩიოდნენ ბუასილისგან გამოწვეულ სიმპტომებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, “კამელინის” სანთლებს არავითარი უკუჩვენება არ გამოუვლენია. კვლევაში ჩართულები იყვნენ აგრეთვე მეძუძური დედებიც, რადგან აღნიშნული დაავადება მშობიარობის შემდეგაც ბევრს აწუხებს. ჩატარებული კლინიკური კვლევების საფუძველზე ვასკვნით, რომ “კამელინის” სანთლები ორსულებსა და მელოგინეებში ვაგინალური და პროქტოლოგიური გამოყენებისათვის შესანიშნავია.

დავით ლანდიას თქმით, მისასალმებელი იქნება, თუ აღნიშნული სანთლები ფართოდ დაინერგება ქალთა კონსულტაციებში, რადგან “კამელინ მ4” არის სრულიად უსაფრთხო პრეპარატი ყოველგვარი გვერდითი მოვლენების გარეშე. მას გააჩია ტკივილგამაყუჩებელი, ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი, აჩქარებს რეგენერაციის პროცესებს, აძლიერებს იმუნომოდულაციისა და რეპარაციულ პროცესებს. შესანიშნავი ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური და ანტიკანცეროგენული თვისებებით ხასიათდება და სწრაფ შედეგს იძლევა ვაგინალური ინფექციების, მათ შორის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზის, საშვილოსნოს ყელის ეროზიების და ანთებითი დაავადებების, პროქტიტების, ბუასილის შემთხვევაში.

“კამელინის” ვაგინალურ-რექტალურ სანთლებზე კლინიკური კვლევები ბათუმის სამშობიარო სახლშიც ჩატარდა სხვადასხვა კლინიკურ დიაგნოზებზე. კვლევის პროცესი მოიცავდა არამარტო პაციენტის სუბიექტური ჩივილების, არამედ კლინიკური სურათის ობიექტურ შესწავლასაც. ტარდებოდა კოლპოსკოპიური და ციტოლოგიური გამოკვლევები, ანალიზები ვასერმანსა და შიდსზეც. “კამელინის” სანთლებით ყველა შემთხვევაში (საშვილოსნოს ყელის ეროზია, ცერვიციტი და ლეიკოპლაკია, პოსტტრავმული ექტოპია, ვირუსული პაპილომის სუბკლინიკური ფორმა) დაფიქსირდა დაავადების დადებითი დინამიკა. აღსანიშნავია ისიც, რომ საშვილოსნოს მწვავე ანთების დროს "კამელინ მ 4”-ით მოხერხდა ანთებითი პროცესის ჩაწყნარება და რიგ შემთხვევაში საერთოდ ალაგება. ბალნეოლოგიურ კურორტში აკადემიკოს ნიკა სააკაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით “კამელინზე” ჩატარებული კლინიკური კვლევებისას, უროლოგ ზაზა ბაინდურიშვილმა “კამელინის” სანთლები გამოიყენა უროლოგიური დაავადებების მკურნალობაში. მაღალი თერაპიული ეფექტის საფუძველზე მიღებულ იქნა დასკვა, რომ პრეპარატი "კამელინ მ1” და”კამელინის მ4” მონო და კომპლექსური თერაპიის სახით შეიძლება გამოვიყენოთ ქრონიკული პროსტატიტების და ურეთრიტების, ასევე პროსტატის ადენომების დროს. ასე რომ “კამელინის სანთლები არა მარტო ქალებს, არამედ მამაკაცებსაც მრავალი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

მოამზადა მაია ცომაიამ

„კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33.

www.Camelyn.ge

ფოსტა: info@camelyn.ge