პარაზიტი ჭიებით შესაძლოა გაფანტულ სკლეროზსა და რევმატოიდულ ართრიტს უმკურნალონ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პარაზიტი ჭიებით შესაძლოა გაფანტულ სკლეროზსა და რევმატოიდულ ართრიტს უმკურნალონ

რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა და სხვ.

დღეისათვის არსებობს 80-მდე აუტოიმუნური დაავადება, რომელთაგან ზოგი მსუბუქია, ზოგი კი უმძიმესი მიმდინარეობით ხასიათდება და აზიანებს არა მხოლოდ ორგანიზმის რომელიმე უბანს ან ორგანოს, არამედ სხეულის რამდენიმე ნაწილს.

შეგახსენებთ, რომ აუტოიმუნური დაავადებების დროს ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემა აზიანებს (ასე ვთქვათ "ებრძვის, ინელებს") საკუთარ ქსოვილებსა და უჯრედებს. შედეგად ვითარდება მძიმე ანთება, სხვადასხვა სახის დაზიანება, უჯრედების სიკვდილიც კი.

მრავალწლიანი გამოკვლევებით მეცნიერებმა პარაზიტულ ჭიებში (ჰელმინთებში) აღმოაჩინეს პეპტიდები, რომლებიც თრგუნავს ორგანიზმის იმუნურ პასუხს. როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, ამ აღმოჩენამ შესაძლოა დასაბამი მისცეს ახალი სამკურნალო პრეპარატების შექმნას. ახალი მედიკამენტები (მათ შემადგენლობაში შემავალი აქტიური პეპტიდების წყალობით) დააქვეითებს იმუნურ რეაქციებს და ეფექტური იქნება აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვეულებრივი ჰელმინთოთერაპია, როდესაც ამა თუ იმ დაავადების დროს შეგნებულად ხდება პაციენტის პარაზიტებით დასნებოვნება, რათა მოხდეს შესაბამის დაავადებასთან ბრძოლა (ჰელმინთების მიერ იმუნურ სისტემაზე ზემოქმედების გზით) და პაციენტისათვის სიცოცხლის გახანგრძლივება.

სპეციალისტთა მიერ შექმნილი ახალი პრეპარატების საფუძველი იქნება ჰელმინთებში აღმოჩენილი აქტიური კომპონენტები, უშუალოდ იმუნური პასუხის დამთრგუნველი პეპტიდები. ეს დიდ გადატრიალებას მოახდენს აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში!

თინათინ გოცაძე