12 მაისი მედდის საერთაშორისო დღეა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

12 მაისი მედდის საერთაშორისო დღეა

ამ დღეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ და მივულოცოთ ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლებს.

მედიცინის დები ის სპეციალისტები არიან, რომელთაც მიღებული აქვთ დაწყებითი სამედიცინო განათლება და ასრულებენ ექიმის დანიშნულებას. ექთნები ექიმის თანაშემწეები არიან და სწორედ ისინი მუშაობენ უშუალოდ პაციენტებთან მკურნალობის მთელი მიმდინარეობისას.

დღეისათვის მედიცინის დები ჯანდაცვის სისტემაში მომუშავეთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვან კატეგორიას წარმოადგენენ. საექიმო პრაქტიკაში სამედიცინო მომსახურების დიდ ნაწილს სწორედ მედდის პერსონალი ახორციელებს.

მედიცინის დის პროფესიული დღესასწაული ერთ-ერთი გამოჩენილი ინგლისელი ქალის, ფლორენს ნაითინგეილის (Florence Nightingale) დაბადების დღეს აღინიშნება. ამ ქალბატონმა ყირიმის ომის დროს (1853—1856) მსოფლიოში პირველი მოწყალების დის სამსახური შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ დღესასწულს ასწლიანი ისტორია აქვს, მხოლოდ 1974 წლის იანვარში მიიღეს მისი 12 მაისს აღნიშვნის ოფიციალური გადაწყვეტილება.

141 ქვეყნის მოწყალების დის გაერთიანებებმა შექმნეს პროფესიულ საზოგადოებრივი ორგანიზაცია - მედიცინის დების საერთაშორისო საბჭო (International Council of Nurses, ICN). 12 მაისს მედიცინის დის დღე სწორედ ამ საბჭოს გადაწყვეტილებით აღინიშნება.

ამ დღის აღსანიშნავად მედიცინის დების საერთაშორისო საბჭო ყოველწლიურად ამზადებს საინფორმაციო მასალებს, აცხადებს დღესასწაულის თემატიკასა და ლოზუნგს.

ლალი ჩხიკვაძე