სოკოები კაცობრიობას ახალ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ჩუქნიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სოკოები კაცობრიობას ახალ ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ჩუქნიან

ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით პრეპარატის კლინიკური გამოცდა 6-10 წელი გაგრძელდება. სპეციალისტთა მთელი ყურადღება მიპყრობილია კორდიცეპინზე, რომელსაც შეიცავს სოკო კორდიცეპსი. აღნიშნული სახეობის სოკოს ფართო გამოყენება აქვს ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში. დღეს მას საფუძვლიანად იკვლევს დოქტორი კორნელია დე მური. უფრო კონკრეტულად ქალბატონი მკვლევარი ცდილობს გაარკვიოს შეუძლია თუ არა ამ სოკოების შემადგენელ ძირითად კომპონენტს შეაფერხოს სახსრების ტრავმის შედეგად განვითარებული ტკივილი ან გააყუჩოს უკვე არსებული. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა საწყის ეტაპზეა, სპეციალისტები უკვე პოზიტიურად აფასებენ მიღებულ შედეგებს. ისინი იმედოვნებენ პრინციპულად ახალი ტკივილგამაყუჩებელი საშუალების შექმნას.

ცნობილია, რომ კორდიცეპინი განსაკუთრებული მექანიზმით ბლოკავს ოსტეოართრიტის დროს ანთებით პროცესს. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, აღნიშნული ნივთიერება ეფექტური იქნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სხვა პრეპარატები უძლურია. რაც მთავარია, ახალ სამკურნალო საშუალებას ნაკლებად ექნება გამოხატული გვერდითი მოვლენები. სპეციალისტებს ისიც აინტერსებთ, კორდიცეპინი უშუალოდ სახსრებზე მოქმედებს თუ ნერვებზე, რომლებიც სახსრებიდან ზურგის ტვინს გადასცემენ იმპულსებს.

საყურადრებოა ისიც, რომ კორდიცეპინს გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. სამეცნიერო კვლევები ამ კუთხითაც ფართოდ არის გაჩაღებული.

თინათინ გოცაძე