Tena Lady - იმოძრავე თავისუფლად! იპოვე „კრიტიკულ“ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

Tena Lady - იმოძრავე თავისუფლად! იპოვე „კრიტიკულ“ სიტუაციაში მარტივი გამოსავალი!

ტენა ლეიდი - ქალის ჰიგიენური საფენია, რომელსაც კომბინირებული დანიშნულება აქვს. იგი გამოიყენება, როგორც ძლიერი მენსტრუალური სისხლდენებისას, ასევე სხვადასხვა ხარისხის შარდის შეუკავებლობის დროს.

საფენის უნიკალურობა მდგომარეობს შემდეგში:

• Silky Softness - საფენის ზედაპირი შექმნილია აბრეშუმისებრი ბამბის ქსოვილისაგან, რომელიც იცავს კანს გაღიზიანებისაგან და არ იწვევს დისკომფორტს ხანგრძლივი და მუდმივი გამოყენების შემთხვევაში.

• Quick Dry Technology - ბამბის ზიგზაგისებური ზედაპირი სითხეს 3-ჯერ უფრო სწრაფად იწოვს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ შეწოვას ძლიერ სისხლდენის და შეუკავებლობის დროსაც კი.

• სპეციალური მიკროგრანულები სითხეს ჟელედ აქცევს, რის გამოც ტენა ლეიდი 2-ჯერ მეტ სითხეს იწოვს, ვიდრე ჩვეულებრივი საფენი, რაც გამორიცხავს გაჟონვის რისკს.

• საფენის შიგთავსი აღჭურვილია სპეციალური ფენით (Fresh Odour Control), რომელიც აქრობს სუნს, ამცირებს PH - დონეს, ამცირებს ბაქტერიების ზრდას.

• ტენა ლეიდის ერთი საფენი საკმარისია 7 საათის განმავლობაში.

• საფენის სისქე მხოლოდ 5 მმ-ია.

• თითოეული საფენი მოთავსებულია განცალკევებულ შეფუთვაში.

რატომ ტენა ლეიდი და არა ჩვეულებრივი ჰიგიენური საფენი???

25-70 წლამდე ასაკის ქალბატონებში მშობიარობისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ხანდაზმულ ასაკში, სხვადასხვა მედიკამენტებით მკურნალობისას, ხშირად აღინიშნება შარდის შეუკავებლობის მსუბუქი ფორმა, რაც გამოწვეულია მენჯის ღრუს კუნთების ტონუსის შესუსტებით ან შარდის ბუშტის სპინქტერის მოდუნებით.

თუკი პრობლემა ფიზიოლოგიურია (მაგ. მშობიარობის შემდგომი) ჩივილები უკვალოდ ქრება, სხვა შემთხვევებში პაციენტების მკურნალობა ხდება ფიზიოთერაპიული პროცედურებით, ან ქირურგიული ჩარევით.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მძიმე ხარისხისაა პრობლემა და ექვემდებარება თუ არა იგი ოპერაციულ ჩარევას, უროლოგიური საფენის გამოყენება აუცილებელი ხდება, როგორც ოპერაციის წინ, ასევე მის შემდგომ სრულ რეაბილიტაციამდე.

როგორც აღვნიშნეთ, ტენა ლეიდის წარმოებისას გათვალისწინებულია ის ტექნოლოგიები და თავისებურებები, რაც საფენს ანიჭებს თვისებას გამოყენებულ იქნეს შარდის მსუბუქი, საშუალო და მძიმე შეუკავებლობის დროს. სწორედ ამ თვისებების გამო იგი მაქსიმალურად კომფორტულია ხანგრძლივი და მუდმივი გამოყენების დროს

გახსოვდეთ!!! არასოდეს გამოიყენოთ შარდის შეუკავებლობისას ჩვეულებრივი კრიტიკული დღეების საფენი, რადგან:

• შარდი უფრო დიდი მოცულობით გამოყოფა, ვიდრე სისხლი (მაგალითად, შარდის შეუკავებლობისას შეიძლება ერთჯერადად გამოიყოს 50 მლ. სითხე, მაშინ როცა 50 მლ გამონადენი მენსტრუალური ციკლის მთელი პერიოდის განმავლობაში აღინიშნება).

• შარდი მენსტრუალურ გამონადენთან შედარებით, გაცილებით სწრაფად გამოიყოფა, რის გამოც შეიძლება საფენის ზედაპირი დარჩეს სველი, გამოწვიოს კანის გაღიზიანება და ანთებითი პროცესი.

• საფენზე გამოყენებისას ხშირად ხვდება ბაქტერიები სწორი ნაწლავიდან , რომლებიც შარდთან შეხებისას არასასიამოვნო სუნს იწვევენ , ჩვეეულბრივ ჰიგიენურ საფენს კი არასასიამოვნო სუნისაგან დამცავი სისტემა არ გააჩნია.

სასარგებლო რჩევა: მენჯის ღრუს კუნთებისათვის არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომლის გაკეთებაც რეკომენდირებულია ყველა ქალბატონისათვის და ხელს უწყობს არა მარტო მენჯის, არამედ საშოს კუნთების ტონუსის შენარჩუნებასაც.

კეზელის ვარჯიშები მენჯის ღრუს კუნთების სისუსტის პროფილაქტიკისათვის:

• შეეცადეთ შარდვისას შეაჩეროთ შარდის ნაკადი.

• კუნთები, რომლებიც შეიგრძენით ამ დროს, უნდა ავარჯიშოთ რითმულად და ნაზად.

• დაითვალეთ 5- მდე და დაჭიმეთ კუნთები.

• მოძრაობა გაიმეორეთ 20- ჯერ. ეს ვარჯიში დღეში 3-5 ჯერ გაიმეორეთ.