სასწრაფო დახმარება ნაწლავური ინფექციისას: ვიპოვოთ უცხო და გავანადგუროთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასწრაფო დახმარება ნაწლავური ინფექციისას: ვიპოვოთ უცხო და გავანადგუროთ

მწვავე ნაწლავური დაავადებები - ინფექციური დაავადებების ფართო ჯგუფია, რომლისთვისაც დამახასიათებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება. მწვავე ინფექციების ძირითად გამოვლინებებს წარმოადგენს - გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტემპერატურა. ამასთან, მისი გამოხატულების ხარისხი დამოკიდებულია ინფექციის სახეზე. ნაწლავური ინფექციების გამომწვევები ფართოდ არის გავრცელებული. მათ არ აქვთ გავრცელების ლოკალური არეალი.

ინგლისელი მიკრობიოლოგის, თომას ქერტისის მონაცემებით - ოკეანის წყლის 1 მილილიტრი ძირითადად შეიცავს ბაქტერიების 160 სახეობას, ნიადაგის 1 გრამი - 6400-დან 38000 სახეობამდე, ხოლო ქალაქის კანალიზაციიდან ჩამდინარე წყლების 1 მილილიტრი, რაც არ უნდა უცნაური იყოს, მხოლოდ 70 სახეობას.

პირობითად ინფექციის წყაროს მიხედვით შეიძლება გამოვყოთ გამომწვევების ორი ჯგუფი:

გამომწვევები, რომელსაც შეიცავს საკვები პროდუქტები

გამომწვევები, რომელსაც შეიცავს წყალი.

ყველაზე ხშირად ინფიცირება ხდება იმ საკვები პროდუქტების მოხმარებისას - რომელსაც გააჩნია მიკრობების საარსებოდ ყველაზე ხელსაყრელი პირობები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბინძურებული რძის პროდუქტების როლი, ასევე ხორცი კვერცხი, რომელშიც დაავადებების გამომწვევი აგენტები არა მხოლოდ ნარჩუნდებიან, არამედ მრავლდებიან კიდეც.

მწვავე ნაწლავური დაავადებების გამომწვევების გადატანაში დიდ როლს თამაშობს წყლის ფაქტორი. მაგალითად: ბაქტერიული დიზენტერიით, ქოლერით, სალმონელით ინფიცირება ხშირად დაკავშირებულია სასმელი წყლის, ღია რეზერვუარების წყლების გამოყენებასთან, განსაკუთრებით ცხელ ქვეყნებში.

განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენენ ქრონიკული ბაქტერიომტარებლები - ინფიცირებული ადამიანები, რომელთაც, როგორც წესი, არ გააჩნიათ დაავადების კლინიკური გამოვლინებები. განსაკუთრებით საშიშნი არიან ისინი, რომელნიც მუშაობენ საჯარო კვების საწარმოებში (ობიექტებზე), სავაჭრო სფეროში ან წყალმომარაგების ნაგებობებში. მასობრივი ინფიცირების დიდი საშიშროებაა საჯარო დაწესებულებებში: სკოლებში, ბაგა ბაღებში, საჯარისო დანაყოფებში. ინფიცირება შესაძლებელია ასევე სახლშიც, ამ დროს გამომწვევები გადატანა ხდება დაბინძურებული ხელის, თეთრეულის, ან სათამაშოს საშუალებით.

რითი დავეხმროთ ნაწლავს

ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ბაქტერიების ინკუბაციის პერიოდი 1დან 7 დღემდეა. ზუსტად ამდენი სჭირდება ინფექციას იმისათვის, რომ დაიქვემდებაროს სიტუაცია " საციცოცხლო გზაზე". ნაწლავური ინფექციების მკურნალობა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე:

• გამომწვევებისა და მისი ტოქსინების მოშორება (სორბენტები, ნაწლავური ანტისეპტიკები, ანტიბაქტერიული პრეპარატები: ანტიბიოტიკები, ბაქტერიოფაგები).

• წყალ-მარილოვანი ბალანსის შენარჩუნება (მარილოვანი ხსნარები).

• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური მუშაობის აღდგენა (პრებიოტიკის რიგის პრეპარატები, ფერმენტები და სხვა.)

თუ დაინფიცირება მოხდა მოგზაურობისას და არ არსებობს ანტიბიოტიკის შერჩევის შესაძლებლობა, ანტიბიოტიკზე გვაქვს ალერგია, ან პატარა ბავშვს აქვს დიარეა - გვაქვს ეფექტური ალტერნატივა - ბაქტერიოფაგების პრეპარატების სახით.

ბაქტერიოფაგი - ეს არის ბუნებრივი ანტიბაქტერიული აგენტი. ისინი იყენებენ ბაქტერიის უჯრედებს „საკვებად“ და საკუთარი გამრავლებისათვის. ბაქტერიოფაგები მოქმედებენ შერჩევითად, მხოლოდ განსაზღვრულ-ჰომოლოგიურ ბაქტერიებზე. ისინი არ არღვევენ ორგანიზმის ნორმალურ ბიოცენოზს, არ იწვევენ გვერდით მოვლენებს, არ აქვეითებენ იმუნიტეტს.

ბაქტერიოფაგები - არის ანტიბიოტიკების ეფექტური ალტერნატივა, აბსოლუტურად უსაფრთხო, მათი გამოყენება შესაძლებელია ორსული ქალბატონებისა და ბავშვებისათვის - ჩვილობის ასაკიდან. ანტიბიოტიკები განურჩევლად ანადგურებენ ბაქტერიების მთელ პოპულაციას, მათ შორის ნაწლავის აუცილებელ ბუნებრივ მიკროფლორას. ბაქტერიოფაგები მოქმედებენ შერჩევითობის პრინციპით - ანადგურებენ მხოლოდ მავნე მიკრობებს.

სეპტაფაგი® დაგეხმარებათ დიარეისას

იმისათვის, რომ უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ მავნე ბაქტერიებს, შექმნილია სპეციალური პრეპარატი - სეპტაფაგი®. პრეპარატი გამოდის 20მლ #4 ფლაკონებში და ახლა უკვე ტაბლეტების ფორმით #30 პლასტმასის ფლაკონში. სეპტაფაგ–ს აწარმოებს ბაქტერიოფაგების მწარმოებელი კომპანია "ბიოქიმფარმი", ლიდერი უნიკალური სამკურნალო საშუალებების წარმოებაში, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. სეპტაფაგის შემადგენლობაში შედის ფაგები, რომელიც ანადგურებს ნაწლავური ინფექციის გამომწვევებს: Shigella (დეზინტერიის გამომწვევებს), Salmonella, E.coli, Proteus, Enterococcus, Staphylococcus, Pseudomonas ბაქტერიებს და ყველაზე მთავარი: მას შემდეგ რაც ფაგი გაანადგურებს ნაწლავური ინფექციების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს ის ტოვებს ორგანიზმს. საცხოვრებელი გარემოს დროებით შეცვლისას, საქმიანი თუ ტურისტული მიზნებით, თუნდაც აგარაკზე დასვენებისას,მოგზაურის აუცილებელი, საჭირო უებარი წამალი ეს სეპტაფაგია, რომელიც დაგიცავთ და დაგეხმარებათ ნაწლავური ინფექციებით დაავადებისა და მისგან გამოწვეული საშინელი დისკომფორტისგან.

სეპტაფაგი საოჯახო აფთიაქის უმნიშვნელოვანესი ეფექტური პრეპარატია. მისი გამოყენება სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით შესაძლებელია როგორც სამკურნალოდ ასევე პროფილაქტიკისათვის.

mkurnali.ge

შეხსენება მოგზაურს

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწვავე ნაწლავური ინფექციებისადმი სიფრთხილე უფრო მარტივია, ვიდრე მათი მკურნალობა. უსაფრთხოების მთავარი წესები მდგომარეობს შემდეგში:

1. არ შეიძლება წყლის დალევა შემთხვევითი წყაროებიდან (შეიძლება მხოლოდ გადადუღებული ან ბოთლში ჩამოსხმული წყლის დალევა).

2. გადაუდებელი დახმარებისათვის რეკომენდებულია შემდეგი პრეპარატები: ნაწლავური დაავადების მკურნალობისათვის: უსაფრთხო ანტიბაქტერიული პრეპარატი – სეპტაფაგი ( თან იქონიეთ – 3 წლამდე ბავშვებისთვის პრეპარატის თხიერი ფორმის არანაკლებ 8 ფლაკონისა, ბავშვებში სამი წლიდან და მოზრდილებში არანაკლებ 30 ტაბლეტისა)

3. იმის გათვალისწინებით, რომ მწვავე ნაწლავური ინფექციებით ხშირად ავადმყოფობენ 2 წლამდე ბავშვები, აუცილებელია, დავიცვათ კვებისა და პირადი ჰიგიენის ნორმები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელების საპნით დაბანა.

4. კატეგორიულად იკრძალება ზაფხულში შენახვის პირობების დარღვევით გაყიდვაში მქონე პროდუქტების: კრემიანი ნამცხვრების, რძის, ხორცის, თევზის პროდუქტების, კვერცხის შეძენა გამოყენება.

5. კატეგორიულად იკრძალება გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის საკვებად გამოყენება.