News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

PAMA წარმოადგენს სამი პრეპარატის კომბინაციას. აქედან ორი მედიკამენტობის კანდიდატია, რადგან ჯერ არ არის ლიცენზირებული ტუბერკულოზის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.

მკვლევართა თქმით, ამგვარი მიდგომით შესაძლებელია ტუბერკულოზის წამალგამძლე ფორმების განკურნებაც. რაც მთავარია, მკურნალობის ეს მეთოდი ხანმოკლეა და პაციენტებს მტკივნეული ინექციები აღარ სჭირდებათ. PAMA უკვე ტესტირებულია 200-ზე მეტ პაციენტზე. მათ 71%-ს ორთვიანი მკურნალობის შემდეგ ტუბერკულოზის სიმპტომები გაუქრა. იგივე შედეგი დაუდასტურდა სტანდარტული თერაპიის ჯგუფის პაციენტების მხოლოდ 38%-ს.

თუ ტუბერკულოზის მკურნალობის ეს მეთოდი დამტკიცდა, საინექციო მედიკამენტების გამოყენება აღარ იქნება საჭირო, ხოლო მკურნალობის ხარჯები 90%-ზე მეტით შემცირდება.

დღესდღეობით მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი, სულ მცირე, 18-24-თვიან მკურნალობას მოითხოვს. როდესაც ტუბერკულოზი მგრძნობიარეა თერაპიის მიმართ, მკურნალობა 6-9 თვეს გრძელდება. მძიმე შემთხვევებში ერთი კურსისთვის საჭიროა 14 000 აბი და ყოველდღიური ინექცია მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. ეს ზრდის გვერდითი ეფექტების რისკს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ახალი მეთოდი ამ პრობლემას გადაჭრის.

კვების რაციონის შეცვლა ცისტიტის მძიმე ფორმის დროსაც დაგეხმარებათ

23 წლის სარა კარს 17 წლის განმავლობაში აწუხებდა ცისტიტი. მის დამარცხებაში გოგონას პიცასა და ალკოჰოლზე უარის თქმა დაეხმარა. რაციონის შეცვლამდე სარა დღეში 50-ჯერ მაინც შედიოდა საპირფარეშოში, ამასთან, შარდვას თან ახლდა ძლიერი წვა. ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის ანთებაა. ის შეიძლება განვითარდეს მშობიარობისა და ოპერაციის შემდეგ, რაც ინფექციის რეციდივს იწვევს. ზოგჯერ ცისტიტის მიზეზი უცნობია. შემთხვევათა უმრავლესობაში ცისტიტს ანტიბიოტიკებით უმკლავდებიან, მაგრამ ინტერსტიციული ცისტიტი მედიკამენტურ მკურნალობაზე არ რეაგირებს. სარა კარის მსგავს პაციენტებს სიმპტომების შემცირების შესაძლებლობა აქვთ. სპეციალისტები მათ ურჩევენ, ამოიღონ რაციონიდან კოფეინი, შოკოლადი, ნახშირწყლოვანი სასმელები, ციტრუსები, ც ვიტამინით მდიდარი პროდუქტები, ცხარე და მჟავე კერძები.