ორი სახეობის ნაყინში დაბინძურება აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორი სახეობის ნაყინში დაბინძურება აღმოჩნდა

როგორც მათ ვებგვერდზე არის აღნიშნული, წინა წლებში ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად, მომხმარებელთა საჩივრების საფუძველზე მათ არაერთხელ შეამოწმეს ბაზარზე არსებული ქართული წარმოების ნაყინები. წელსაც ”მომხმარებელი.გე”-მ იგივე შემოწმების ჩატარება გადაწყვიტა.

2015 წლის 22 ივლისს, მაღაზიებში "ფრესკო", "გუდვილი საბურთალოზე" და "ნიკორა", შეიძინეს ნაყინები: 1. "საოჯახო ვანილი პინგო" - 24.06.15 - 24.12.15; 2. "ვანილის პლომბირი პოპი" - 16.06.15 - 16.06.16; 3. "თოლია, საოჯახო ვანილის პლომბირი" - 17.07.15; 4. "ბარამბო ვანილის ნაყინი" - 15.06.15 - 15.06.16; 5. "პალომა ნაყინი კრემ-ბრულე" - 02.07.15-02.01.16.

ნაყინები სპეციალური მაცივარ-კონტეინერით ჩაბარდა ლაბორატორიას ანალიზისათვის. ხოლო 23 ივლისს, მაღაზია "ზღაპარში" შეიძინეს "პლომბირი გურჯაანის ნაყინი", გამოშვების ვადა 31.05.2015. ეს ნაყინიც მაცივარ-კონტეინერით მიიტანეს იმავე ლაბორატორიაში ანალიზისათვის.

”მომხმარებელი.გე”-ს ინფორმაციით, ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით ნაყინები "ვანილის პლომბირი პოპი" , "თოლია, საოჯახო ვანილის პლომბირი" ,"ბარამბო ვანილის ნაყინი" ,"პალომა ნაყინი კრემ-ბრულე" მიკრობიოლოგიური პარამეტრები ნორმაშია, ხოლო ნაყინები "საოჯახო ვანილი პინგო" და "პლომბირი გურჯაანის ნაყინი" დაბინძურებული კოლიფორმებით აღმოჩნდა.

"მომხმარებელს განვუმარტავთ, რომ ქარხნულად დახუფულ პროდუქტში კოლიფორმების აღმოჩენა პროდუქტის წარმოების პროცესში ჰიგიენის დარღვევაზე მიუთითებს და მომხმარებლის ჯანმრთელობისათვის უშუალო საფრთხესთან დაკავშირებული არ არის", - განმარტავენ ”მომხმარებელი.გე”-ში. მათივე ინფორმაციით, წერილები გაიგზავნა შპს "აის"-თან, შპს "4ბროს"-თან და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.