პრეპარატ "კამელინის" გამოყენება ყველა შემთხვევაში მიზნობრივია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პრეპარატ "კამელინის" გამოყენება ყველა შემთხვევაში მიზნობრივია

ასეთ პრეპარატებს იმუნომოდულატორები წარმოადგენენ, რომლებიც აძლიერებენ იმუნური სისტემის მუშაობას და იცავენ ორგანიზმს მრავალი დაავადების განვითარებისგან. ერთ-ერთ მათგანს კი უნიკალური თვისებების, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი "კამელინი" წარმოადგენს.

"კამელინს" გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, არეგულირებს იმუნური სისტემის მუშაობას, აძლიერებს იმუნომოდულატორულ აქტივობას, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, ებრძვის მიკროორგანიზმების რეზისტენტულ ფორმებს, ამასთან ხელუხლებელს ტოვებს ორგანიზმისთვის საჭირო საპროფიტულ მიკროფლორას, რაც თავიდან აგვაცილებს დისბაქტერიოზს. აფერხებს სიმსივნური უჯრედების ზრდას, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს და ქსოვილებს, მათ შორის ჰეპატოციტებს (ღვიძლის უჯრედებს), დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმში მიმდინარე ნახშირწყლოვან ცვლაზე, ხელს უწყობს ართროზით დაავადებული სახსრების აღდგენას, აქტიურად მონაწილეობს ქსოვილების შეხორცებასა და რეპარაციაში.

ფარმაცევტული კომპანია "კამელინის" ექიმ–ინფექციონისტი თამარ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ იმუნიტეტის დაქვეითების მიზეზი შეიძლება იყოს:

არარაციონალური კვება, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, მავნე ჩვევები (ალკოჰოლი, ნარკოტიკი, სიგარეტი), დაბინძურებული გარემო (ტრანსპორტის გამონაბოლქვი, სამრეწველო წარმოების ნარჩენები), ტექნოგენური კატასტროფები, მუდმივი სტრესი, ბიოლოგიური, ქიმიური და სამკურნალო საშუალებების არარაციონალური გამოყენება. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს გენმოდიფიცირებულ საკვებს, რომლებიც დამცველ ძალას შიგნიდან შლიან ნელა და შეუმჩნევლად, შედეგად კი სტიმულირებას უკეთებენ პათოლოგიურ პროცესებს, რომლებიც მოიცავენ ყველა ორგანოს და სისტემას.

იმუნური სისტემის მუშაობის კორექციის ყველაზე სარწმუნო გზა არის საკუთარი დამცველი ძალების აღდგენა, რისთვისაც გამოიყენება იმუნომოდულატორები, მათ შორის ყველაზე ოპტიმალური არის ბუნებრივი წარმოშობის იმუნომოდულატორების მოხმარება. იმუნომუდულატორების დანიშვნის ჩვენება არის:

1. ქონიკული დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ მძიმედ და ხანგრძლივად;

2. ხშირი მწვავე რესპირატორული ან ბაქტერიული ინფექციები (3-4ჯერ წელიწადში);

3. დაავადება, რომელიც ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და გამოჯანმრთელების პროცესს.

იმუნომოდულატორები შედის იმ დაავადებათა მკურნალობის სქემებში, რომლებიც მიმდინარეობს გამოხატული იმუნოდეფიციტით. დასუსტებულ იმუნურ სისტემას უფრო ადვილად და სწრაფად ერევა სხვადასხვა ინფექციები. ამ დროს საჭიროა იმუნომოდულატორების ჩართვა. ეს ის პრეპარატებია, რომლებიც არეგულირებენ იმუნური სისტემის მუშაობას. სწორედ უნიკალური თვისებების ბუნებრივი წარმოშობის უძლიერესი იმუნომოდულატორია "კამელინი". მრავალი კვლევებით "კამელინის" იმუნომოდულირებელი თვისების გამოვლენამ მისი ეფექტურობის მექანიზმი ახსნა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს.

"კამელინი" 100%–ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პრეპარატია, არატოქსიკური და ჰიპოალერგიული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხანგრძლივი იმუნოდეფიციტი ორგანიზმში ზრდის მრავალი დაავადების რისკს, აქედან გამომდინარე კი იმუნომოდულატორის ჩართვა პროფილაქტიკური მიზნით თავიდან გვაცილებს ამის საფრთხეს. საქართველოში "კამელინის" იმუნომამოდულირებელი თვისება კლინიკური კვლევების საფუძველზე (ტუბერკულოზის, დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიების და სტომატოლოგიური დაავადების დროს) შეისწავლა თსსუ–ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, პროფესორმა ბორის კორსანტიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა კამელინოთერაპიის მაღალი თერაპიული ეფექტი და უპირატესობა სხვა ტრაციულ მკურნალობასთან მიმართებაში, ასევე იმუნური სისტემის სრული ნორმალიზაცია. ამიტომ პრეპარატ "კამელინის" გამოყენება ყველა შემთხვევებში მიზნობრივია. "კამელინი" უპირველესად როგორც იმუნომოდულატორი, იცავს ორგანიზმს მრავალი დაავადებისგან და მისი პროფილაქტიკური მიზნით მიღება შესანიშნავია.

მოამზადა მაია ცომაიამ

"კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 599 33 10 89; 577 73 56 51; 599 23 03 33