პაატა იმნაძე - ყვარელში მოქალაქეების დაინფიცირება, სავარაუდოდ, ნოროვირუსულ აფეთქებას ჰგავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პაატა იმნაძე - ყვარელში მოქალაქეების დაინფიცირება, სავარაუდოდ, ნოროვირუსულ აფეთქებას ჰგავს

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის უკვე ცნობილია ერთ-ერთი ანალიზის პასუხი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა, რომ დაავადებულების შემთხვევაში ადგილი გვაქვს ნოროვირუსთან. აღნიშნული ინფექცია შესაძლოა წყლის საშუალებითაც გავრცელდეს, თუმცა დაავადებას ძირითადად იწვევს დაუბანელი ხელები ან ფეკალიებით დაბინძურებული საკვები.

"ჩვენ 7 მასალა წამოვიღეთ და ერთ შემთხვევაში არის დადასტურებული, რომ ეს არის ინფექცია - ნოროვირუსი. დაავადებულების სიმპტომები არის დაავადებისათვის ტიპური. თუმცა, ანალიზების კვლევა კვლავ გრძელდება და თუ არის კიდევ რაიმე ტიპის ბაქტერია, ამის დადგენას ორი დღე დასჭირდება.

არ არის გამორიცხული ამ ინფექციის გავრცელება წყლის გზითაც მოხდეს. თუმცა ნოროვირუსი ფეკალურ-ორალური გადამდები ინფექციაა, რომელიც დაუბანელი ხელებით ან ფეკალიებით დაბინძურებული საკვებით ვრცელდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ სოფლებში, სადაც არ არის ცენტრალიზებული წყალმომარაგება და კანალიზაცია, წამოადუღონ წყალი და ამის შემდეგ წყალი გახდება უსაფრთხო", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, დაინფიცირებულ მოსახლეობას შორის არა მხოლოდ ყვარლის, არამედ მიმდებარე სოფლების მოსახლეობაცაა. რაც შეეხება მკურნალობას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ნოროვირუსი სერიოზულ დაავადებას არ იწვევს და სითხის შევსებასა და გადასხმებს საჭიროებს.

ყვარლის საავადმყოფოში წუხელ 60-ზე მეტი ადამიანი შეიყვანეს, რომლებსაც ერთნაირი სიმპტომები - პირის ღებინება და თავბრუსხვევა ქონდათ.