მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ შეიძლება მეხსიერების გაუმჯობესება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ შეიძლება მეხსიერების გაუმჯობესება

მონაწილეებმა შეასრულეს მეხსიერების შესამოწმებელი ტესტი. მოხალისეებს სთხოვეს დაემახსოვრებინათ რიცხვები და შემდეგ გაემეორებინათ ისინი უკუთანმიმდევრობით. ამის შემდეგ მონაწილეები დაყვეს რამოდენიმე ჯგუფად.

ერთ ჯგუფს დაევალა წინააღმდეგობების გადალახვა, რასაც მოუნდა 2 საათი. მონაწილეები უნდა ასულიყვნენ ხეზე, ერბინათ ფეხშიშველებს და ეხოხათ. დანარჩენი მოხალისეები ისმენდნენ ლექციებს ან იოგათი იყვნენ დაკავებულები. ამის შემდეგ მკვლევარებმა ისევ შეაფასეს მონაწილეების სამუშაო მეხსიერება. როგორც კვლევამ აჩვენა: ის მოხალისეები, რომლებიც წინააღმდეგობებს ლახავდნენ, უკეთესად უმკლავდებოდნენ ტესტს. მათი მეხსიერება გაუმჯობესდა 50%-ით.

მეცნიერების აზრით, ხეზე ცოცვის მსგავსი საქმიანობა ავითარებს პროპრიოცეპტიურ ჩვევებს. პროპრიოცეპცია- საკუთარი სხეულის ნაწილების ურთიერთგანლაგების შეგრძნებაა. ამას გარდა ტვინს უწევს სწრაფად მონახოს გამოსავალი რთულ სიტუაციაში, რაც ასევე სასარგებლოა მეხსიერებისათვის. როგორც სჩანს მსგავსი ეფექტი შეიძლება მივიღოთ ფეხბურთის ან ჩოგბურთის თამაშითაც.