"ოჯახის მკურნალი" სექტემბრიდან სიახლეებით წარდგება თქვენ წინაშე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ოჯახის მკურნალი" სექტემბრიდან სიახლეებით წარდგება თქვენ წინაშე

- მრავალფეროვანი რუბრიკებით, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით და განახლებული დიზაინით. ყოველთვიური ჟურნალის ფასი 3 ლარი გახდება.

არ გამოტოვოთ! - ახალი ფორმატით გამოსული "ოჯახის მკურნალი" ისევ იზრუნებს თქვენი და თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის.

წიგნების სერია - ”იცნობდე, რათა დაამარცხო”, რომელიც ოჯახის მკურნალთან ერთად გამოდიოდა, სრულდება.

ამ ნომერთან ერთად გამოვიდა მე-60 წიგნი.

სერიამ დასაწყისშივე გამოიწვია მკითხველთა დიდი ინტერესი. არიან ადამიანები, ვინც ვერ მოასწრო ყველა ტომის შეძენა. სწორედ ამიტომ ჟურნალი კიდევ ერთ შესაძლებლობას აძლევს მკითხველებს, შეიძინონ ეს მნიშვნელოვანი სერია. სექტემბრიდან ყოველთვიურად ისევ გამოვა სერიის ყველა წიგნი სპეციალურ ფასად.

სექტემბრის ნომერთან ერთად გაიყიდება წიგნი N1 - "ყველაფერი დიაბეტის შესახებ", ოქტომბრის ნომერთან ერთად კი - წიგნი N2 - "ყველაფერი წნევის შესახებ".

ჟურნალში დასრულდა მედიცინის დიდი საოჯახო ენციკლოპედიის პუბლიკაცია გაგრძელებებით. "ოჯახის მკურნალის" რედაქცია გამომცემლობა პალიტრა L-თან ერთად გეგმავს ამ ენციკლოპედიის წიგნად გამოცემას. წიგნი დაახლოებით 900-გვერდიანი იქნება, მას ექნება საგნობრივი და თემატური საძიებლები, რაც ამ ზღვა სამედიცინო ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებას გაგიადვილებთ.

წიგნის გამოცემა 2016 წლისთვის იგეგმება.

ენციკლოპედიის ცალკეულ თავებს რედაქტირებას გაუწევენ შესაბამისი დარგის ცნობილი სპეციალისტები.

დაელოდეთ ამ უნიკალურ ენციკლოპედიას. ქართულ ენაზე ასეთი მრავალფეროვანი შინაარსის მქონე გამოცემა ჯერ არ გვქონია!