ქართული წარმოების ზოგიერთ ძეხვეულში სოია აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართული წარმოების ზოგიერთ ძეხვეულში სოია აღმოჩნდა

უდავოა, რომ სოია ცილის შემცველობით მცენარეულ პროდუქტებს შორის ლიდერია.

სოია, ცილის იაფი და მდიდარი წყარო, მათთვისაც მიმზიდველია, ვინც ხორცზე შეგნებულად ამბობს უარს და მათთვისაც, ვისაც ხორცის საყიდლად, უბრალოდ, ფული არ ჰყოფნის. ვერც ერთი სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურა სოიასთან ახლოსაც ვერ მოვა: მისი პარკი ცილის მინიმუმ 40%-ს შეიცავს (შედარებისთვის: ბარდა - 22-26%, ფეტვი - 11,5%).

მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სოიის ის უარყოფითი თავისებურებები, რომელთა შესახებაც მომხმარებელმა უნდა იცოდეს:

1. სოია უარყოფითად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე, ამიტომ მისი გამოყენება უნდა შეიზღუდოს ენდოკრინული დაავადებების დროს.

2. სიოა დიდი რაოდენობით შეიცავს იზოფლავონოიდებს, ამიტომ მისი უკონტროლო მოხმარება ნაადრევ დაბერებას და ტვინის სისხლმომარაგების დარღვევას იწვევს. იზოფლავონოიდების ჭარბი გამოყენება ბიჭებში ფიზიკურ განვითარებას აფერხებს, გოგონებში კი აჩქარებს მენსტრუაციის დაწყებას. სოიას ჩართვა ორსულის რაციონში პირველ ტრიმესტრში კატეგორიულად აკრძალულია.

3. არ შეიძლება სიოას მიღება 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის, რადგან იგი მაღალი ალერგენულობის მატარებელი პროდუქტია.

4. სოიაში შემავალი მჟაუნმჟავა შარდკენჭოვანი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.

5. სოია აუცილებლად ნატურალური უნდა იყოს, რადგან გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღებამ შესაძლოა არაპროგნოზირებად შედეგებამდე მიგვიყვანოს.

ამდენად, ინფორმაცია, რომელიც momxmarebeli.ge-მ გაავრცელა, ქართული წარმოების ძეხვეულში სოიის ცილის აღმოჩენის შესახებ, უდავოდ საინტერესოა.

momxmarebeli.ge-ს ინფორმაციით, 2015 წლის ივლისის ბოლოს რამდენიმე სახეობის მოხარშული ძეხვი და სოსისი სოიის შემცველობაზე შეამოწმა. კერძოდ, შემოწმებას დაექვემდებარა შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი სასკოლო; შპს "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი, შპს "მითანას" წარმოების სოსისი რძიანი 4 შპს "კორიდა"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი რძიანი და შპს "მითანა"-ს ავსტრიული მჭლე, მოხარშული ძეხვი.

პროდუქტებს მიენიჭა პირობითი ნომრები და გაიგზავნა ლიტვაში ანალიზისათვის.

"რიგ პროდუქტებს სოიოს შემცველობა ეტიკეტზე ან მაღაზიის დახლზე ჰქონდა მითითებული. დანარჩენებს ჩავუტარეთ სკრინინგი (საცდელი შემოწმება) აკრედიტაციის არმქონე ქართულ ლაბორატორიაში, რომელმაც აჩვენა, რომ სავარაუდოდ ყველა პროდუქტი სოიოს შეიცავდა", - ნათქვამია momxmarebeli.ge-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემოწმების მიზნით, მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ლიტვაში, აკრედიტირებულ ლაბორატორიაში შემოწმების მიზნით გაიგზავნა შპს "ნიკორა"-ს წარმოების საექიმო მოხარშული ძეხვი და სოსისი რძიანი; შპს "მარშეს" მოხარშული ძეხვი საექიმო, სოსისი რძიანი და სოსისი სასკოლო; შპს "ლიდერ-ფუდი"-ს მოხარშული ძეხვი საექიმო და სოსისი მოხარშული შებოლილი რძიანი.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით #1,#2,#3,#4 და #5 აღმოჩნდა სოიის შემცველობა.

ცხრილში შეჯამებულია ინფორმაცია ჩვენს მიერ შემოწმებულ ძეხვეულში სოიოს შემცველობისა და ამ ინფორმაციის ეტიკეტზე მითითების თაობაზე.

ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სოიოს ცილა აღმოჩნდა"ლიდერფუდის" მოხარშულ ძეხვში "საექიმო", "ლიდერფუდის" - სოსისი მოხარშულ-შებოლილი "რძიანში" ისე, რომ ეტიკეტზე სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის.

ასევე სოიოს ცილა აღმოჩნდა "მარშეს" სოსის "რძიანში" და სოსის "სასკოლოში" ისე, რომ სოიო შემადგენლობაში მითითებული არ იყო.

momxmarebeli.ge-ს შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ "ნიკორას" რძიან სოსისში და მოხარშულ ძეხვში "საექიმო" სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. ამასთან, ეტიკეტზე სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის.

პროდუქტის დასახელება ფოტო მითითება ეტიკეტზე სოიოს შემცველობაზე ლაბორატორიული შემოწმების შედეგი
"კორიდას" სოსისი "რძიანი" mshoblebi მაღაზია "ზღაპრის" დახლზე 
განთავსებული იყო ინფორმაცია პროდუქტის ინგრედიენტების თაობაზე, სადაც მითითებული იყო "სოიოს ცილა"
ლაბორატორიულად არ შემოწმებულა
"კორიდას" მოხარშული
ძეხვი "საექიმო"
mshoblebi პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":
mshoblebi
ლაბორატორიულად არ შემოწმებულა
"მითანას" სოსისი "რძიანი" mshoblebi პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":
mshoblebi
ლაბორატორიულად არ შემოწმებულა
"მითანას" მოხარშული 
ძეხვი "ავტრიული მჭლე"
mshoblebi პროდუქტის ეტიკეტზე, შემადგენლობაში, მითითებულია "სოიოს ცილა":
mshoblebi
ლაბორატორიულად არ შემოწმებულა
"მარშეს" სოსისი "სასკოლო" mshoblebi სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:
mshoblebi
აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ.ლაბორატორიული დასკვნა,სინჯი #1
"მარშეს" სოსისი "რძიანი" mshoblebi სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:
mshoblebi
აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ.ლაბორატორიული დასკვნა,სინჯი #2
"მარშეს" მოხარშული 
ძეხვი საექიმო
mshoblebi სოიო შემადგენლობაში 
მითითებული არ არის:
mshoblebi
აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ.ლაბორატორიული დასკვნა,სინჯი #3
"ლიდერფუდის" სოსისი მოხარშულ-შებოლილი "რძიანი" mshoblebi
სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის: აღმოჩნდა სოიოს ცილა: იხ.ლაბორატორიული დასკვნა,სინჯი #4
"ლიდერფუდის" მოხარშული ძეხვი "საექიმო" mshoblebi
სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის: აღმოჩნდა სოიოს ცილა. იხ.ლაბორატორიული დასკვნა,სინჯი # 5
"ნიკორას" მოხარშული ძეხვი "საექიმო" mshoblebi
სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის:
სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. იხ. ლაბორატორიული დასკვნასინჯი #6.
"ნიკორას" სოსისი "რძიანი mshoblebi
სოიო შემადგენლობაში მითითებული არ არის: სოიოს ცილა არ აღმოჩნდა. იხ. ლაბორატორიული დასკვნასინჯი #7

ასევე იხილეთ სტატია საიტზე mshoblebi.ge