ანჩოუსის ღვიძლი - პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შეუცვლელი წყარო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ანჩოუსის ღვიძლი - პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების შეუცვლელი წყარო

აღნიშნული ნაერთები მემბრანების ლიპიდური შრის საფუძველს წარმოადგენს. ეს შრე კი უჯრედს იცავს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, რაც ზოგიერთი, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

მეცნიერები სწავლობდნენ 12 სახეობის თევზის ღვიძლს, თუმცა მხოლოდ ანჩოუსის ღვიძლში აღმოაჩინეს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (47,9%). ექსპერტები წუხილს გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ თევზის ღვიძლი იშვიათად გამოიყენება კვების მრეწველობაში. მართალია, ვირთევზას ღვიძლს ზოგჯერ იყენებენ სამკურნალო ზეთის წარმოებისთვის, ჩვეულებრივ კი თევზის გასუფთავების პროცესში ღვიძლს პირველ რიგში იშორებენ.

ღვიძლი შეიძლება ნამდვილ მშველელად იქცეს მრავალი ადამიანისთვის. მასში შედის ეიკოზაპენტანისა და დოკოზაჰექსანის მსგავსი ცხიმოვანი მჟავები. არსებობს მოსაზრება, რომ ეიკოზაპენტანის მჟავა ეფექტურია დეპრესიის სამკურნალოდ, სეროტონინის ნორმალური დონის აღდგენის ხარჯზე, ხოლო დოკოზაჰექსანის მჟავა ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას ეწინააღმდეგება და დიდ როლს ასრულებს ბავშვის ტვინის, მხედველობის ჩამოყალიბებაში და სასარგებლოა ტვინის სისხლის მომარაგებისათვის. ეს მჟავა ასევე წარმოადგენს ტვინის რუხი ნივთიერების, ბადურის, კვერცხუჯრედის, სპერმისა და უჯრედის მემბრანის ძირითად კომპონენტს.

ლალი ჩხიკვაძე