ყავა ტვინს ატყუებს და ასე "ამხნევებს" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყავა ტვინს ატყუებს და ასე "ამხნევებს"

ლონდონის უნივერსიტეტში ჩატარდა ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყავის მოყვარულმა 18-დან 47 წლამდე ასაკის 88 მოხალისემ. თითოეული მათგანი დღეში ორ ფინჯან ყავას მაინც სვამდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ კოფეინიან ყავას ასმევდნენ. სინამდვილეში ყავა უკოფეინო იყო. მიუხედავად ამისა, ეფექტი ისეთივე გახლდათ, როგორიც კოფეინიანი ყავის სმის შემთხვევაში.

ექსპერიმენტის მონაწილეთა მდგომარეობის შესაფასებლად იყენებდნენ ტესტებს, რომელთა მეშვეობითაც მოწმდებოდა გონებრივი შრომის უნარი, რეაქციების სისწრაფე და განწყობა. აღმოჩნდა, რომ მოხალისეები დავალებებს არანაკლებ კარგად ართმევდნენ თავს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფი, რომელიც კოფეინის შემცველ ჩვეულებრივ ყავას სვამდა.

ამრიგად, გაირკვა, რომ კოფეინი არაფერ შუაშია; საქმე ის არის, რომ ყავის დალევის შემდეგ ადამიანი ძალების მოზღვავებას ელის, ამიტომ პლაცებოც ისეთივე ეფექტს ახდენს, როგორსაც ჩვეულებრივი ყავა. ამავე დროს, ცნობილია, რომ კოფეინი ძლიერი სტიმულატორია, რომელიც მოქმედებს თავის ტვინზე და უნარი შესწევს, გაუმკლავდეს დაღლილობას.

ზოგიერთმა გამოკვლევამ კი აჩვენა, რომ დღეში სამი ფინჯანი ყავის მიღება ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს, ვინაიდან ახდენს თავის ტვინში განსაკუთრებული ტიპის რეაქციის ინიცირებას, რომელიც უჯრედების დაზიანებას უშლის ხელს.

მოსაზრება, თითქოს ყავა აფხიზლებს, ილუზიაა