ხელების დაბანის მსოფლიო დღე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

თითქოსდა ხელების დაბანა ადამიანის პირადი საქმეა და თითოეულს შეუძლია თავად გადაწყვიტოს სისუფთავის მოთხოვნილებისა და აღზრდიდან გამომდინარე. მეორეს მხრივ, როგორც გაეროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აღნიშნავენ, დაუბანელი ხელების პრობლემას, თუ მას მსოფლიო მასშტაბით განვიხილავთ, კატასტროფული შედეგები მოაქვს.

დაუბანელი ხელებით ადამიანის ორგანიზმში ხვდება ისეთი საშიში დაავადებების გამომწვევები, როგორიცაა ქოლერა, ვირუსული პნევმონია, ჰეპატიტი, გრიპი, მწვავე რესპირატორული დავადება.

"ჭუჭყიანი ხელები" წარმოადგენს აზიასა და აფრიკაში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს, რადგანაც არარეგულარულმა დაბანამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა, დიფტერია, პნევმონია, გრიპი, ჰეპატიტი, ჩვეულებრივი გაციება, კონიუნქტივიტი, მუნი, სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები.

"იუნისეფის" მონაცემებით, ყოველდღიურად, მხოლოდ დიარეით, რომელსაც ასევე "ჭუჭყიანი ხელების" დაავადებას უწოდებენ, ხუთი ათასი ბავშვი კვდება. მათი ნახევრის გადარჩენა შეიძლებოდა, თუ ჭამის წინ და საპირფარეშოდან გამოსვლის შემდეგ, ხელების საპნით კარგად დაბანა ყველასათვის სავალდებულო იქნებოდა. ამიტომ, ისეთმა მარტივმა ჰიგიენურმა პროცედურამ, როგორიცაა ხელების დაბანა, ყოველდღიურად შეიძლება გადაარჩინოს ათასობით ბავშვის სიცოცხლე. ის არა მარტო გვიცავს ინფექციებითა და ვირუსებით ორგანიზმის დასნებოვნებისგან, არამედ ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს, უსაფრთხოსა და სასიამოვნოს ხდის.

გაეროს მხარდაჭერით ორგანიზებული მასშტაბური აქციების მიზანია, მთელს მსოფლიოში (განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს), ამ მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ჰიგიენური პროცედურისადმი, საზოგადობის ყურადღების მიპყრობა.

ბევრ ქვეყანაში, ხელების დაბანის დღეს, მასმედიის დახმარებით სტარტს იღებს ზოგადნაციონალური ჰიგიენური კამპანია, მოსწავლეებს ურიგდებათ საინფორმაციო ბროშურები.

თავისებური რეკორდებიც მყარდება ამ დღეს. მაგალითად, რამოდენიმე წლის წინ, 15 ოქტომბერს, ბანგლადეშის მცხოვრებლებმა ჩაატარეს, მონაწილეების რაოდენობით, გრანდიოზული აქცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ერთდროულად ხელს იბანდა 53 ათასი ადამიანი.

ლალი ჩხკიკვაძე