"კამელინი" სახსრების დაავადებების სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"კამელინი" სახსრების დაავადებების სამკურნალოდ

სამედიცინო ექსპერიმენტებისა და კიბოთი დაავადებული ადამიანების მკურნალობის პარალელურად, ძაგული მაღლაკელიძემ მნიშვნელოვანი მუშაობა გასწია იმისათვის, რათა გამოევლინა პრეპარატის პროფილაქტიკური შესაძლებლობები. 2004 წელს შეიქმნა ქართული ფარმაცევტული საწარმო "კამელინი", განახლდა თანამედროვე ექსპერიმენტულ-კლინიკური კვლევები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრებში (კვებეკის, ილიონოისის და ბერნის უნივერსიტეტებში, კანადის, აშშ-ის სამეცნიერო ცენტრებში, მონრეალის ლედი დევისის კლინიკაში და სხვა), რის საფუძველზეც პრეპარატმა "კამელინმა" დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი ფარმაცევტულ ბაზარზე. საქართველოში არცერთ პრეპარატს არ ჰქონია პატივი, გაევლო ისეთი დონის სამეცნიერო-კლინიკური კლვევები, როგორიც "კამელინს" ხვდა წილად.

"კამელინი“ გამოირჩევა უნივერსალური მოქმედების მექანიზმით ვირუსულ, სოკოვან, გინეკოლოგიურ, ონკოლოგიურ და სხვა დაავადებებთან მიმართებაში. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს პრეპარატ "კამელინზე" კლინიკური კვლევები (ბათუმის სამშობიარო სახლი, "იმედის" კლინიკა, დამწვრობის ცენტრი, ბალნეოლოგიური ცენტრი), რის შედეგადაც პრეპარატი იძენს ახალ მიმართულებებს და ავლენს ფართო გამოყენების ჩვენებებს.

ბალნეოლოგიური კურორტის, საქართველოს კურორტოლოგიის, ფიზიოთერაპიის, რეაბილიტაციის და სამკურნალო ტურიზმის ს/პ ცენტრში პრეპარატ "კამელინზე" ჩატარდა კლინიკური კვლევები, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბალნეოლოგიური კურორტის ხელმძღვანელი, აკადემიკოსი ბატონი ნიკოლოზ სააკაშვილი. გვესაუბრება ცენტრის ექიმი-რევმატოლოგი, პროფესორი ქალბატონი თამარ ჩილინგარიშვილი.

- ქალბატონო თამარ, გვიამბეთ აღნიშნული კვლევის შესახებ, იმ შედეგებზე, რომელიც პრეპარატ "კამელინით" მკურნალობისას მიიღეთ?

- ადრეული და თანამედროვე მრავალგზის კლინიკურ-ექსპერიმენტული კვლევების შედეგად ცნობილი გახდა "კამელინის" ძლიერი იმუნომოდულატორული, სიმსივნის საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური, ანტიბაქერიული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო და სხვა თვისებები. თაფლის უნიკალური სამკურნალო ჩვენებები ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდანაა ცნობილი აპითერაპიის სახით. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ არსებობდა ანტიობიოტიკები, ჭრილობების დამუშავება ხდებოდა თაფლით, რომელიც ავლენდა ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ცნობილია ასევე თაფლის რეგენერაციული თვისებები, ქალბატონები მას ნიღბების სახით ხმარობდნენ, კლეოპატრა კი იღებდა თაფლისა და რძის აბაზანებს. ასე რომ, თაფლის სამკურნალწამლო თვისებები მედიცინაში კარგად არის ცნობილი. ჩვენი ცენტრისა და კომპანია "კამელინის" ერთობლივი მსჯელობის შედეგად დაიბადა აზრი, გამოგვეკვლია პრეპარატ "კამელინის" ჩვენებები ოსტეოართრიტის (მათ შორის გართულებული ფორმების - რეაქტიული სინოვიტის, სასახსრე აბგების, ბეიკერის ცისტის, ტენდოვაგინიტის, ბურსიტების) და ხერხემლის ოსტეოქონდროზის (მათ შორის ფესვობრივი სინდრომით) დროს. მოგეხსენებათ, აღნიშნული დაავადებები ძალზე გავრცელებულია მსოფლიოში და, სამწუხაროდ, გაახალგაზრდავდა. ამიტომ ამ პათოლოგიასთან ბრძოლას უკვე სოციალური მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მკურნალობის ახალ-ახალი მეთოდების შემუშავება, რაშიც დიდი როლი ეთმობა ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით მკურნალობას. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი ორიენტირებულია ბუნებრივი - საკურორტო და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების გამოყენებით (თერმულ-გოგირდიანი, მინერალური წყალი, სამკურნალო ტალახი, პარაფინი, ჰიდროთერაპია, იზოკერიტი, აპარატული ფიზიოთერაპია) მკურნალობაზე. რადგან "კამელინი" ბუნებრივი პრეპარატია, გადაწყვიტეთ, ოსტეოართრიტის და ოსტეოქონდროზის მკურნალობაში ფიზიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად ჩაგვერთო "კამელინი M1" ხსნარის ელექტროფორეზი და "კამელინ M3" მალამოს ულტრაფონოფორეზი. ყველა პაციენტს უტარდებოდა დიაგნოზის დამადასტურებელი სახსრების ექოსკოპიური გამოკვლევები მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ: რენტგენოგრაფია, რის მიხედვითაც დგინდებოდა სასახსრე ზედაპირების მდგომარეობა, სასახსრე ხრტილის მოცულობა, ვკივლევდით სისხლში ედს-ის და CRP-ის რაოდენობას. "კამელინ M1" ხსნარის და "კამელინ M3" მალამოს ორგანიზმში შეყვანამ ფიზიკური ფაქტორებით, პირველ შემთხვევაში - გალვანური გზით და მეორე შემთხვევაში - ულტრაბგერით, გამოიწვია მკურნალობის მოსალოდნელი ეფექტის გაძლიერება, ანუ მიღებული იქნა ორმაგი, თერაპიული ეფექტი, რაც მთავარია, გვერდით ჩვენებებსა და გართულებებს ადგილი არ ჰქონია. პაციენტებს გამოეხატათ ტკივილების კუპირება, რიგ შემთხვევაში სრული გაქრობა, მოძრაობის მკვეთრი გაუმჯობესება, როგორც სუბიექტური ჩივილები, ისე ობიექტური მონაცემების დადებითი დანამიკა, რაც გამოვლინდა ედს-ის და CRP-ს მაჩვენებლების სარწმუნო დაქვეითებით, ექოსკოპიური მონაცემების გაუმჯობესებით (ანთებითი სითხის გაქრობით ან რაოდენობის მკვეთრად შემცირდებით). იმ პაციენტებმა კი, რომლებიც პერიოდულად იყენებდნენ ჰორმონალურ პრეპარატებს, "კამელინით" მკურნალობის პროცესში შეწყვიტეს მათი მიღება. ჩვენ დღემდე ვაწარმოებთ კვლევაში ჩართულ პაციენტებზე მონიტორინგს და შედეგები შენარჩუნებულია. თუმცა, საქმე გვაქვს ქრონიკულ დაავადებებთან და უმჯობესია აღნიშნული პროცედურების ჩატარება "კამელინის" გამოყენებით წელიწადში 2-ჯერ მაინც, რათა პათოლოგიური პროცესი შორს არ წავიდეს და არ მივიღოთ სავალალო შედეგი, რაც ხშირად ახასიათებს ამ ორივე დაავადებას და იწვევს ინვალიდობას.

- ქალბატონო თამარ, გაგვაცანით ბალნეოლოგიური კურორტის საბოლოო დასკვნა ამ კვლევის საფუძველზე.

- ამ კვლევებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია დავასვნათ, რომ პრეპარატი "კამელინ M1" ხსნარის ელექტროფორეზი და "კამელინი M3" მალამოს ულტრაფონოფორეზი შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ბაზისური მკურნალობა ოსტეოართრიტების, მათ შორის სხვადასხვა გართულებების - სინოვიტის, ბეიკერის ცისტის, ბურსიტის, ტენდოვაგინიტის და ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს, მათ შორის ფესვობრივი სინდრომით. მაღალი თერაპიული ეფექტის საფუძველზე "კამელინი" შეიძლება ფართოდ დაინერგოს იმ სამედიცინო და სარეაბილიტაციო ცენტრებში, სადაც ფუნქციონირებს ფიზიოთერაპიული კაბინეტები. "კამელინმა" შეიძინა კიდევ უფრო ფართო ჩვენებები და მედიცინის ახალი მიმართულება როგორც რევმატოლოგიასა და ნევროლოგიაში, ასევე ფიზიკურ მედიცინასა და რეაბილიტაციაში.

მოამზადა მაია ცომაიამ

ქართული წარმოების 5 ფორმის პრეპარატი „კამელინ მ1“- ინექცია, „კამელინ მ2“- კაფსულა, „კამელინ მ3“-მალამო, „კამელინ მ 4 „- სანთლები და „კამელინფლუ-სპრეი გამოიყენება - სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, უროლოგიური, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული და სხვა დაავადებების დროს.

„კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 599 33 10 89; 577 73 56 51; 599 23 03 33;

www. Camelyn.ge

ფოსტა: info@camelyn.ge

R