ყველაზე უჩვეულო მეთოდები ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაზე უჩვეულო მეთოდები ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად

2. მთავარია - პროფილაქტიკა

გაციება და გრიპი ვირუსული დაავადებებია. მათი მთავარი საშიშროება ბაქტერიული ინფექციების: პნევმონიის, ოტიტის და ა.შ. თანდართვაა. ამიტომ გაციებისას გამოივლეთ პირისა და ცხვირის ღრუში ბაქტერიოფაგის პრეპარატები (მაგ. როგორიცაა ფაგიო® ან/და ფაგიო® სპრეი) დღეში ორჯერ.ბაქტერიოფაგი არ არის ანტიბიოტიკი, არამედ -ვირუსი, რომელიც ანადგურებს მხოლოდ მავნე ბაქტერიებს და უსაფრთხოა ადამიანისთვის. ის არ იწვევს რეზისტენტობის განვითარებას და მიჩვევას.

3. კოცნა და სექსი

ბაქტერიების „გაცვლა“ მართლაც ამაღლებს ორგანიზმის ბუნებრივ დამცველობით ძალას, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გახვიდეთ ქუჩაში და აკოცოთ ყველას!

გაითვალისწინეთ: სქესობრივი კავშირი კვირაში ერთხელ ზრდის იმუნოგლობულინ A-ს გამომუშავებას, რომელიც არსებობს ლორწოვან გარსებზე და გიცავთ უცხო მიკროორგანიზმების შემოჭრისგან.

4. უსმინეთ მუსიკას

კვლევებმა აჩვენა, რომ მსუბუქი, მელოდიური მუსიკის მოსმენა 30 წუთის განმავლობაში ააქტიურებს იმავე A ჯგუფის იმუნოგლობულინს, რომელიც გამოიყოფა სქესობრივი კავშირის დროს. იმუნოგლობულინის გამომუშავება გრძელდება მუსიკის გამორთვიდან 30 წუთის განმავლობაშიც კი!

5. სიარული სწრაფი ნაბიჯით

ეცადეთ, კვირაში ოთხ ან მეტ დღეს გამოყოთ 45 წუთი სიარულისთვის, ეს ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას. თუმცა, არ ღირს გადამეტება: შეიძლება მხოლოდ სწრაფი სიარული და არა - სირბილი. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც უკვე სუსტად გრძნობს თავს. სირბილმა შესაძლებელია გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.

6. არ გაითავისუფლოთ ცხვირი ლორწოსგან

გაციებას ხშირად თან სდევს სურდო და ცხვირის გაჭედილობა. თქვენ ცდილობთ, სათანადოდ გაითავისუფლოთ ცხივირი ჭარბი ლორწოსგან, იმას კი არ ფიქრობთ, რომ ზედმეტი მონდომების შემთხვევაში,შესაძლოა, მთელი ეს მასა მოხვდეს წიაღებში და გამოიწვიოს მათი მწვავე ანთება.ამის ნაცვლად გამოიყენეთ ცხვირის წვეთები და თითოეული ნესტო ფრთხილად გაითავისუფლეთ ლორწოსგან, ხოლო უმჯობესია, თუ ცხვირის ღრუს გამოირეცხავთ თბილი წყლით.

7. მიიღეთ აბაზანა!

კვლევები გვიჩვენებს, რომ თქვენი ორგანიზმის დეტოქსიკაციას ხელს უწყობს აბაზანა და ბევრი სითხე. აბაზანაში თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად მიიღოთ სითხე და მაშინვე გამოყოთ იგი ოფლის სახით.

8. სითბო და ტენი - ეს არის ის, რაც გჭირდებათ

მოერიდეთ მშრალ ცხელ კლიმატს. მშრალი ჰაერი გაციების ერთ-ერთ ძირითად წინაპირობად გვევლინება. მიზეზი ის არის, რომ ვირუსები კარგად არიან ადაპტირებული შენობაში მშრალი ჰაერის პირობებში არსებობასთან,ამიტომ თუ ოჯახის რომელიმე წევრი ავად გახდა და თქვენც გეშინიათ დაინფიცირების, დადგით ოთახში ჰაერის დამატენიანებელი.

9. დალიეთ ყავა

როგორც წესი, დაავადების პირველი სიმპტომები ორგანიზმში მიკროორგანიზმების შეჭრიდან რამოდენიმე დღეში ვლინდება. ეს ინკუბაციური პერიოდია. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ მიკრობების გამრავლება, თუ დალევთ ცხელ ყავას. ის „ჩამორეცხავს“ მიკროორგანიზმებს კუჭში, მრავალი მათგანი კი დაიღუპება მჟავე გარემოში. თუ არ გიყვართ ყავა, სცადეთ ჩაი, ცხელი ბულიონი ან უბრალოდ ცხელი წყალი. იგივე ეფექტს გვაძლევს ძალიან მარილიანი, ცხელი წყლის გამოვლება ყელში.

R