ატლასპროფილაქსი - ხერხემლის გამაჯანსაღებელი, რევოლუციური მეთოდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ატლასპროფილაქსი - ხერხემლის გამაჯანსაღებელი, რევოლუციური მეთოდი

ხერხემლის პირველ მალას ატლასი (იგივე ატლანტი) ჰქვია. მას უჭირავს თავი და მასზეა მიბმული ხერხემლის დანარჩენი მალები. ატლასი ადამიანთა უმრავლესობას (მსოფლიო მოსახლეობის 99%-ს) მდებარეობაშეცვლილი აქვს, რაც იწვევს ხერხემლის გამრუდებასა და დაავადებას.

ატლასის მდებარეობის შეცვლის მიზეზი შეიძლება იყოს დაბადებისას მიღებული ტრავმა, ავტოავარია, თავის ქალის ტრავმები და ა.შ. რადგანაც პირველ მალაზე მიბმულია ხერხემლის დანარჩენი მალები, მისი მდებარეობის შეცვლა იწვევს დანარჩენი მალების გადაადგილებას, რაც შემდგომში ოსტეოქონდროზის, სქოლიოზის, კიფოზის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ეს დაავადებები აზიანებს მალთაშორის დისკებსა და ხერხემლის სახსრებს, და დროთა განმავლობაში ვითარდება სპონდილოართროზი და მალთაშორისი დისკის თიაქარი. ამასთანავე, თავისქალა-ატლასის სახსარი არ ფუნქციონირებს სრულფასოვნად, რაც კისრის მალების არასტაბილურობას იწვევს. შედეგად, თავს იჩენს დაჭიმულობის შეგრძნება და ტკივილი კეფის, კისრის, ზურგისა და წელის არეში.

მალის ასეთი მდებარეობა იწვევს როგორც თავის ქალის ხვრელის, ასევე ხერხემლის არხის მოცულობის შემცირებას, რაც დამოკიდებულია გადახრის კუთხეზე. ამგვარად, მოგრძო ტვინი, თავის ქალისკენ მიმავალი სისხლძარღვები მუდმივ ზეწოლას განიცდის, რაც შესაძლოა გამოიხატოს თავის ტკივილით, შაკიკით და უმიზეზოდ წნევის აწევით. ატლასის მდებარეობის შეცვლა ცუდად აისახება კუნთოვან სისტემაზე, თვალებზე, ყურებზე, ყბაზე, ვესტიბულარულ აპარატსა და შინაგან ორგანოებზე. ყველაზე ცუდი კი ის არის რომ, თუ ატლასი არ არის თავის ბუნებრივ ადგილზე (ანუ თავისქალა-ატლასის სასახსრე ფოსოში) არც სამედიცინო და არც არასამედიცინო ჩარევა არ გამოიღებს სასურველ შედეგს.

1993-1996 წლებში შვეიცარიელმა რეაბილიტოლოგმა რენე კლაუდიუს შუმპერლიმ დანერგა რევოლუციური მეთოდი - ატლასპროფილაქსი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ატლასისთვის სწორი მდებარეობის დაბრუნება უსაფრთხოდ და ეფექტურად.

ატლასპროფილაქსი არის ვიბრო-მასაჟის პროცედურა კეფის კუნთებზე, რის შედეგადაც კუნთები დუნდება და პირველი მალა უბრუნდება მისთვის განკუთვნილ ადგილს. პროცედურის ჩატარებისას ზემოქმედება არ ხდება უშუალოდ პირველ მალაზე. ამდენად, ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხოა. პროცედურის ჩატარების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში იწყება თვითრეაბილიტაციის პროცესი. ვინაიდან პირველი მალა ადამიანის ჩონჩხის სიმეტრიის ღერძია, მის გასწორებას მოჰყვება მხრების, მენჯისა და ორივე ფეხის სიმეტრიული განლაგება. რამდენადაც ხერხემლის დანარჩენი მალები ატლასზეა მიბმული, მისი სწორ პოზიციაში ყოფნა იწვევს თანდათანობით ხერხემლის სვეტის ასევე სწორ პოზიციაში დაბრუნებას (ადრეულ ასაკში), მოზრდილებში ცვლილებები გამოიხატება ტკივილების შემცირებით ან სრული მოხსნით. რადგანაც თავის ტვინში მიმავალი არტერიები აღარ განიცდის წნეხს, თავის ტვინს მიეწოდება საკმარისი რაოდენობის სისხლი (და, შესაბამისად, ჟანგბადი). ტვინი იწყებს ნორმალურად ფუნქციონირებას.

თვითრეაბილიტაციის პროცესი ზოგ შემთხვევაში იწყება მეორე დღესვე, ზოგ შემთხვევაში კი 2-3 კვირის შემდეგ და გრძელდება არანაკლებ 6 თვეს. რთულ შემთხვევებში (სქოლიოზი, კიფოზი, დისკის თიაქარი...) რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება რამდენიმე წელს. ორგანიზმის რეაქცია პროცედურაზე ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა დაავადება მეტისმეტად გამწვავებულია. ხანგრძლივად დაავადებულ ორგანიზმს კი შეიძლება აღარ აღმოაჩნდეს რესურსი თვითრეაბილიტაციისთვის.

სწორ მდგომარეობაში მყოფი ატლასი უნარჩუნებს ხერხემალსა და მთელ სხეულს ჯანმრთელობას, ადამიანს უყალიბებს ტანდეგობას და აძლევს საშუალებას, დატკბეს სრულფასოვანი ცხოვრებით!

შედეგები ატლასპროფილაქს-მეთოდით სარგებლობის შემდეგ:

- ტანდეგობის გაუმჯობესება;

- ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების ოპტიმიზაცია;

- ტკივილების მნიშვნელოვნად შემცირება;

- სქოლიოზის ხარისხის შემცირება;

- სახსრების მოძრაობის გაუმჯობესება;

- მალთაშორისი დისკის თიაქრის ბუნებრივი გაწოვა (ნაწილობრივი ან სრული);

- მენჯ-ბარძაყის სახსრის პრობლემის მოგვარება (ბავშვებში);

- კოორდინაციის და ბალანსის დარეგულირება;

- თავის ტვინის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესება;

- ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუმჯობესება;

- ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების გაზრდა.

ატლასპროფილაქსის გამაჯანსაღებელ პროცედურებზე ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ტელ: 2 242080; 599 484452

მის: თბილისი, მცხეთის ქ. N6

www.atlasprofilax.ge

R