ირაკლი ღარიბაშვილი - 2016 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ირაკლი ღარიბაშვილი - 2016 წელს ჯანდაცვის ბიუჯეტი 3 მილიარდ ლარს გადააჭარბებს

როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს არის ბიუჯეტის მეტნაკლებად საბოლოო ვარიანტი, რომელიც პარლამენტში გადაიგზავნება და განხილვები საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ჩვენი ბიუჯეტი იქნებოდა სოციალურად ორიენტირებული და სწორედ ადამიანზე ორიენტირებული. მომავალი წლის ბიუჯეტიც იქნება სოციალურად ორიენტირებული. ეს სახსრები განკუთვნილი იქნება პენსიების და პედაგოგების საბაზო ხელფასების ზრდისთვის. ასევე მაღალმთიანი რეგიონების ხელშეწყობისთვის და სხვა ღონისძიებებისთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსიები 180 ლარი გახდება.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაინერგოს პენსიის დაგროვებითი სისტემა და მასზე ეტაპობრივად გადავიდეთ.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტს, პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ 2012 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯები 1 მლრდ 800 მლნ ლარს შეადგენდა, 2016 წელს აღნიშნული სამინისტროს ბიუჯეტი 3 მლრდ ლარს გადააჭარბებს.

"მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი იქნება დაახლოებით 570 მილიონ ლარამდე, რაც 2012 წელს არ იყო გათვალისწინებული და დღეს კიდევ ერთხელ მინდა ყველას შევახსენო, რომ ყველა მოქალაქე არის დაზღვეული და სახელმწიფო მათი მკურნალობის ხარჯებს ფარავს", - განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტს, პრემიერის თქმით, ეს იქნება 85 მლნ ლარი.

"ჩვენ როცა მოვედით ხელისუფლებაში დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტი 25 მილიონი ლარი იყო. გაისად ეს იქნება 85 მილიონი ლარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მიმართულების შემდეგ ყველაზე მეტი რესურსი მობილიზებული იქნება განათლებაზე – დაახლოებით მილიარდ ლარამდე. როგორც განათლების და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ აღნიშნა, 2012 წელთან შედარებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით განათლების სამინისტროს ბიუჯეტი 55%-ით მეტია.