ლონდონის სპერმის ბანკი მასშტაბურ სკანდალში გაეხვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლონდონის სპერმის ბანკი მასშტაბურ სკანდალში გაეხვა

ამის მიზეზი დისლექსიის პრობლემის მქონე მამაკაცებისთვის სპერმის ჩაბარებაზე უარია. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა უკვე დაადანაშაულეს ბანკი ადამიანთა რასის გაუმჯობესების მცდელობაში. გარდა დისლექსიისა, აკრძალვა გავრცელდა ჰიპერაქტიური სინდრომის, ყურადღების დეფიციტის, აუტიზმისა და სხვა მოშლილობების მქონე მამაკაცებზე.

დისლექსია ყოველ მეათე ადამიანს აქვს. ამ დროს გარკვეული სირთულეები აღინიშნება გამართულ წერა-კითხვის უნართან დაკავშირებით. თუმცა მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს ადამიანები შესანიშნავად ითვისებენ მათემატიკას, მათ შორის ბევრია გამოჩენილი ინჟინერი ან შემოქმედებითი პროფესიის ადამიანი.

London Sperm Bank-ში შიდა პროტოკოლების ხელმეორედ შემოწმების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ბანკის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან ამ გადახრის გენეტიკური კომპონენტის არსებობაში, დისლექსიის მქონე ადამიანებზე აკრძალვა მოიხსნა. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დონორს არ ჰქონდეს ინფექციური დაავადებები ან გენეტიკური პრობლემები, რომლებიც შეიძლება ბავშვს გადაეცეს.

ლალი ჩხიკვაძე