სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ჯანდაცვის მინისტრის თათბირს უწყების სხვადასხვა სამსახურებისა და დეპარტამენტების, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. დავით სერგეენკო შეხვედრაზე ინიციატივით გამოვიდა და სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ. "გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს. მივამაგრებთ დამატებით მანქანებს. იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს, მეც მზად ვარ, რითიც დავდივარ, ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებებზე და არ გაუშვან ასეთ გამოძახებაზე აკივლებული სასწრაფოები, როდესაც ამ დროს კაცი კვდება სადღაც. ცხელების გამოძახებები, რომლებიც არის არა რისკ-ჯგუფის პაციენტეში, ამაზე სასწრაფო ბრიგადა არ უნდა გავიდეს. არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი პატარა მანქანა, რომელშიც იქნება ოჯახის ექიმი. თბილისის სასწრაფოს მიმართ მაქვს რეკომენდაციები და ბრძანება, ასევე რაიონული სასწრაფოს მიმართ, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავიანთი მანქანებიდან. მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ, ყველას აქვთ საკმარისი ხელფასი ამისთვის და ეს მანქანები გამოიყენეთ ამ კატეგორიის გამოძახებებზე. ასეთ შემთხვევებზე გავიდეს სწორედ ეს მანქანები", - განაცხადა სერგეენკომ.