როგორია გრიპის ეპიდსიტუაცია საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორია გრიპის ეპიდსიტუაცია საქართველოში

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და მ.იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ივანე ჩხაიძე.

2016 წლის მე-2 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 248-ს 100 000-ზე. ხოლო 14.01-ს დაფიქსირდა გრიპის A/H1p ქვეტიპით გამოწვეული 1 ლეტალური შემთხვევა.

მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

ამასთან, საყრდენი ბაზებით ეპიდზედამხედველობის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 3 კვირის მანძილზე (2015 წლის 53-ე და 2016 წლის პირველი და მეორე კვირა) აღინიშნება გრიპისმავარი დაავადებების ინციდენტობისა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილი მატების ტენდეცია.

2015-16 წლის გრიპის სეზონზე (2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან) საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის (A/H1p) 45 ვირუსი (პირველი გამოყოფა - 2015 წლის 49-ე კვირაში).

გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა.

სეზონისთვის მზადყოფნის მიზნით ქვეყანაში აცრილია 20 000-მდე ადამინი, მ.შ. 12 000 მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი - სახელმწიფოს მიერ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული ინფორმაციით, ევროპის რეგიონის ქვეყნებში შემდეგი ეპიდსიტუაციაა:

აზერბაიჯანსა და სლოვენიაში დაფიქსირებულია A/H3; სომხეთში, რუსეთსა და თურქეთში პრედომინირებს A/H1p;

გავრცელების თვალსაზრისით:

გრიპის საშუალო ინტენსიობის გავრცელებას აღნიშნავს ჩვენს გარდა - ფინეთი, ჰოლანდია, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ისრაელი, თურქეთი, საბერძნეთი, მალტა.

გრიპის გავრცელების თავისებურებებიდან გამომდინარე, საქართველოში ლოგიკურია მომდევნო კვირებში გაგრძელდეს შემთხვევათა მატების ტენდენცია, ამასთან პრედომინანტურად გავრცელებული იქნება A/H1p, რომელსაც ახასიათებს გავრცელების მეტი ინტენსივობა (სხვა ქვეტიპებთან შედარებით) და მძიმე შემთხვევების გამოწვევის უნარი პრაქტიკულად ჯანმრთელ მოსახლეობაშიც კი. A/H1პ საქართველოსთვის პრედომინანტური იყო 2009-10 და 2010-11 წლების სეზონისთვის.

დაავადების გავრცელების პრევენციის პირდაპირი საშუალებაა გრიპის სეზონური ვაქცინაციაა.

გრიპის შემთხვევათა მატების ეტაპზე მნიშვნელოვანია:

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა - მოერიდეთ მასიური თავშეყრის ადგილებს! გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს!

დაავადებულთა თვითიზოლაცია: თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა, თავის, კუნთების, სახსრებისა და ყელის ტკივილით, დარჩით სახლში, მოერიდეთ ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტს;

ჩაიტარეთ სიმპტომური მკურნალობა - სიცხის დამწევები (გარდა ასპირინისა), ტკივილდამაყუჩებლები, ბევრი სითხე და ა.შ.

იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა - სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში - ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა - სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

სეზონური გრიპის მკურნალობა არ საჭიროებს ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებას.