დავით სერგეენკო – გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავით სერგეენკო – გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, იმ ნაბიჯების მთავარი ამოცანა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ამ დღეების განმავლობაში ახორციელებს, არის ის, რომ როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში სასწრაფო დახმარების სამსახურების გადატვირთული მუშაობა განიტვირთოს. "პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსახლეობა არამცთუ პანიკაში იყოს, არამედ თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს. იმ ნაბიჯების მთავარი ამოცანა, რასაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვახორციელებთ, არის ის, რომ როგორც დიდ ქალაქებში, ასევე რაიონებში სასწრაფო დახმარების სამსახურების გადატვირთული მუშაობა განიტვირთოს. მათ მიეცეთ იმის საშუალება, რომ თავისი მოვალეობა შეასრულონ - გადაუდებელი მდგომარეობების მართვა და მეორეს მხრივ, მოსახელობას შევუქმნათ კომფორტი, რომ გაზრდილი მიმართვიანობის შემთხვევაში, რაც ნამდვილად გვაქვს ამ დღეებში, მიიღონ კვალიფიციური დახმარება და ეს დახმარება მიიღონ იმ სპეციალიტებისგან, რომლებიც ამაში ყველაზე მეტად არიან მომზადებულები", - განაცხადა სერგეენკომ. მინისტრმა ხაზგსამით აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის მიმართული ეპიდემიის სამართავად, არამედ მიმართულია სასწრაფო დახმარების სამსახურების მუშაობის ნორმალიზაციისთვის.