"რა გაწუხებთ" - უპასუხეთ ჯანდაცვის სამინისტროს გამოკითხვას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"რა გაწუხებთ" - უპასუხეთ ჯანდაცვის სამინისტროს გამოკითხვას

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ მინისტრმა დავით სერგეენკომ და "გლობალური ალიანსის" პრეზიდენტმა, ჟან ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ბრიფინგზე ითქვა, რომ სამინისტრო ახალ სოციალურ ინიციატივას - "რა გაწუხებთ" განახორციელებს, რომელზეც მოსახლეობა ერთი თვის განმავლობაში უპასუხებს სხვადასხვა სახის კითხვას და მათი სამედიცინო საჭიროებების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას მიიღებს.

გამოკითხვა უშუალოდ 25 იანვრიდან სპეციალური კითხვარების საშუალებით დაიწყო. ინტერნეტმომხმარებლებისათვის კითხვარის შევსება შესაძლებელია ვებგვერდზე: www.1505.ge ასევე, კითხვარები დარიგდება ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში.

როგორც სამინისტროში განმარტეს, ამით სამინისტრო საზოგადოების სამედიცინო საჭიროებებს კიდევ უფრო ზუსტად განსაზღვრავს და ამის მიხედვით შემდგომ დაიგეგმება ახალი პროექტები. "დეტალურად გავეცნობით იმ პრობლემებს, რომელიც საზოგადოების თითოეულ წევრს აწუხებს, საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია საჭიროდ ჩავთვალეთ. "გლობალურ ალიანსთან" ერთად გადავწყვიტეთ განვახორციელოთ ეს ინიციატივა", - განაცხადა მინისტრმა.