ახალი ტესტი გაარკვევს ესაჭიროება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი ტესტი გაარკვევს ესაჭიროება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი

და ექიმებს ეხმარება იმის გარკვევაში, რომელი მიკრორგანიზმია ამა თუ იმ რესპირატორული დაავადების გამომწვევი. ამ ტესტის დახმარებით ექიმები შეძლებენ დაასკვნან, ესაჭიროება თუ არა პაციენტს ანტიბიოტიკი.

როგორც კვლევის ერთ-ერთი ავტორი და ხელმძღვანელი ეფრაიმ ცალიკი აცხადებს, მეთოდი ეფუძნება პაციენტის გენების ექსპრესიის შესწავლას - გენების აქტივობა ხომ იმისდა მიხედვით იცვლება, ებრძვის თუ არა ორგანიზმი ინფექციას, გამოწვეულს ვირუსით ან ბაქტერიით. მოგეხსენებათ, რესპირატორული დაავადებები დღეს ფართოდ გავრცელებულია. პაციენტთა უმრავლესობას (თითქმის 75 %-ს), როგორც წესი, ანტიბიოტიკებს უნიშნავენ. არა და მათ დიდ ნაწილს ვირუსული ინფექცია აღენიშნება ხოლმე, ნაცვლად ბაქტერიულისა.

ახალი ტესტი უკვე 300-ზე მეტ პაციენტთან გამოსცადეს. ეს პაციენტები დაავადებულნი იყვნენ გრიპის ვირუსით, რინოვირუსით, სტრეპტოკოკებითა და სხვა მიკროორგანიზმებით. აღნიშნული ტესტის წყალობით კვლევის ავტორებმა დიდი სიზუსტით (87 %) შეძლეს დაავადების გამომწვევი კონკრეტული აგენტების გამოვლენა.

მაღალი სიზუსტით გამორჩეული ამ ახალი ტესტის დანერგვა პრაქტიკაში თავიდან აგვაცილებს ანტიბიოტიკების გაუმართლებელ დანიშვნას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეპარატებისადმი რეზისტენტული (გამძლე) ბაქტერიული შტამების გავრცელების კუთხით. დღეს მეცნიერები მუშაობენ ისეთი ტესტის შექმნაზე, რომელიც რესპირატორული დაავადების გამომწვევის განსაზღვრას ერთ საათში გახდის შესაძლებელს.

თინათინ გოცაძე