უნაყოფო მამაკაცთა ქსოვილების გამოყენებით ლაბორატორიაში სპერმატოზოიდები გამოზარდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უნაყოფო მამაკაცთა ქსოვილების გამოყენებით ლაბორატორიაში სპერმატოზოიდები გამოზარდეს

თავდაპირველად სპეციალისტებმა შეიმუშავეს ღეროვანი უჯრედების დიფერენციაციის ტექნოლოგია, რომელმაც შემდგომ მორფოლოგიურად ნორმალური სპერმატოზოიდების ინ ვიტრო მიღების შესაძლებლობა შექმნა. ლაბორატორიულ პირობებში სპერმატოზოიდების წარმატებით გაზრდა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეიქმნა ბიორეაქტორი.

პირველი წარმატებული გამოცდა ადამიანის სპერმატოზოიდების მიღების კუთხით 2014 წლის ბოლოს ჩატარდა. მამაკაცის სასქესო უჯრედების მიღების ტექნოლოგია, სახელწოდებით “Artistem”, 2015 წლის 25 ივნისს დააპატენტეს. ეს ტექნოლოგია მომავალში გამოყენებული იქნება მამაკაცთა უნაყოფობის სამკურნალოდ.

დღეისათვის დარეგისტრირებულია 120 ათასზე მეტი მამაკაცი, რომელთა ფერტილობის აღდგენა არსებული თერაპიული მეთოდებით შეუძლებელია. თუმცა, ფრანგი მეცნიერების აღმოჩენის პრაქტიკაში დანერგვაც ჯერ ნაადრევია, რადგან ჯერ კიდევ გრძელდება ინ ვიტრო მიღებული სპერმატოზოიდების თვისებების საფუძვლიანი შესწავლა. შემდეგ კი იგეგმება მამაკაცის სასქესო უჯრედების ბიოქიმიური და ეპიგენეტიკური კვლევების ორგანიზება.

თინათინ გოცაძე