ფსიქოპათიასა და ტესტოსტერონის დონეს შორის პირდაპირი კავშირი აღმოჩნდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოპათიასა და ტესტოსტერონის დონეს შორის პირდაპირი კავშირი აღმოჩნდა

ეს მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ფსიქოპათიის პრობლემის მკვლევართათვის - აღნიშნავს Medical News Today. როგორც სპეციალისტები იუწყებიან, ფსიქოპათები ბევრი თავისებურებით გამოირჩევიან: არ გააჩნიათ თანაგრძნობის უნარი, სირცხვილის განცდა და შეშფოთების გრძნობა, არც განიცდიან და ვერც ავლენენ სოციალურ ემოციებს, მაგალითად, თვითდანაშაულისა და თვითბრალდების კუთხით. ფსიქოპათს უხშირესად არ ესმის, როდესაც სხვა ადამიანი შეშინებულია. გარდა ამისა, არასასიამოვნო შემთხვევები იშვიათად იწვევს მასში განრიდების სურვილს.

ბოლო კვლევებმა აჩვენა: ფსიქოპათები ცუდად აკონტროლებენ ემოციურ რეაქციებს, თუმცა, მიჩნეულია, რომ მათ ყოველთვის "ცივი გონება აქვთ". რეალურად ისინი იმპულსური ქცევის მსხვერპლნი არიან და ძნელად ამყარებენ სოციალურ კონტაქტებს. სპეციალისტებმა მეტად საინტერესო კვლევები ჩაატარეს. შეისწავლეს 15 დამნაშავე ფსიქოპათი. მათ და საკონტროლო ჯგუფს შესთავაზეს გაევლოთ მრტ-სკანირება, მანამ, სანამ სხვადასხვა პირის ფოტოს აჩვენებდნენ. კვლევაში მონაწილეებს ასეთი დავალება ჰქონდათ: წინასწარ ხელში დაჭერილი მანიშნებელი უნდა გაეწიათ განზე, თუ ფოტოზე ნაჩვენები პირის სახე კეთილგანწყობილი იყო და პირიქით, თავისი სხეულისაკენ მოეზიდათ მაშინ, თუ მიიჩნევდნენ, რომ ფოტოზე გამოსახულ პირს არაკეთილგანწყობილი გამომეტყველება აქვს.

ამ ამოცანის შესრულება გარკვეულ კონტროლს მოითხოვდა. ჯანმრთელ ჯგუფთან აღნიშნული პროცედურა იწვევდა ნუშისებრი სხეულისა (ე.წ. ემოციის ცენტრისა) და პრეფრონტალური ქერქის ურთიერთქმედების გარკვეული სქემის გამოვლენას. ფსიქოპათებთან კი ეს არ შეინიშნებოდა. მეტიც, თუ ტესტოსტერონის დონე მეტისმეტად იყო მომატებული, პრეფრონტალურ ქერქში აქტივობა მნიშვნელოვნად ეცემოდა, ისევე, როგორც ნუშისებრ სხეულთან კავშირი.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ეს შედეგი ფსიქოპათების ემოციებთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას ხსნის. შესაძლოა მათ ტესტოსტერონის დონის მარეგულირებელმა თერაპიამ საგრძნობლად უშველოს.

თინათინ გოცაძე