უსინათლოები საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით ისარგებლებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უსინათლოები საჯარო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით ისარგებლებენ

უსინათლოთა დამოუკიდებელი და უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მერიასა და საქართველოს უსინათლოთა კავშირს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თბილისის მერიის ცნობით, მემორანდუმის თანახმად, სამედიცინო, სახელმწიფო და სხვა საჯარო დაწესებულებებში გადაადგილებისას უსინათლო პირები პერსონალური ასისტენტით იქნებიან უზრუნველყოფილი. აღნიშნული მომსახურებით თვეში 50-დან 80-მდე ტოტალური უსინათლო პირი ისარგლებლებს. პროექტი "მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა/ტოტალურ უსინათლოთა გამცილებლით მომსახურება", თბილისის მერიამ 14 850 ლარით დააფინანსა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ ფრიდონ ლობჟანიძემ. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო თბილისის საკრებულოს წევრი, თბილისის მერთან არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი რატი იონათამიშვილი.

გელა ჩივიაშვილის განცხადებით, მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია ტოტალურად უსინათლო ადამიანებისთვის, ვინც ვერ სარგებლობს სახელმწიფო სერვისებით, რადგან თბილისის მერიამ 2016 წელს გააგრძელა უსინათლოების გამცილებელ-ასისტენტით უზრუნველყოფის პროექტი.

"ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული შშმ პირისთვის იქმნებოდეს თანაბარი გარემო. ეს არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობას, არამედ შესაბამისი სერვისები უნდა ხორციელდებოდეს, რაც შესაძლებელს გახდის ყველა კატეგორიის შშმ პირის დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებას ჩვენს ქალაქში. ეს პროგრამა შარშან დაიწყო, წელს უფრო გაფართოვდა და ეს ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის განსახორციელებლად დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტში 290 000 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხით, მთელი წლის განმავლობაში, შშმ პირთა სხვადასხვა პროექტი დაფინანსდება.