რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)-ს განმარტებით - "ოჯახის დაგეგმვა" მოიცავს ღონისძიებათა კომპლექსს, რომლებიც ერთდროულად რამოდენიმე ამოცანას გადაჭრის: - არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას; შვილების სასურველი რაოდენობის ყოლას; ორსულობებს შორის ინტერვალის რეგულირებას; ბავშვის დაბადების დროის შერჩევას, მშობლების ასაკის გათვალისწინებით. ამ ამოცანების პრაქტიკულ გადაჭრაში ერთ ერთი წამყვანი როლი ენიჭება კონტრაცეფციის მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც აგვაცილებს არასასურველ ორსულობებს, რაც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ხელოვნური აბორტებით გამოწვეული გართულებები, დედათა სიკვდილობა და ვარეგულიროთ შობადობა. ხელოვნური აბორტის შემდგომ განვითარებული გართულებების სპექტრი საკმაოდ ფართოა, ის მოიცავს როგორც ახლო (მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, სისხლდენა , პერფორაცია), ისე შორეულ გართულებებს (უშვილობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, საშვილოსნოს გარე ორსულობა).

ამჟამად არსებული კონტრაცეფციის მეთოდები იყოფა შემდეგ ჯგუფებად. -ჰორმონული კონტრაცეფცია (კომბინირებული ორალური და საინექციო კონტრაცეფცია, "მინი პილი", პროგესტინული საინექციო კონტრაცეფცია, იმპლანტი, კომბინირებული ტრანსდერმალური პლასტირი); - საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია; - ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაცია - ლაქტაციური ამენორეის მეთოდი; - ბერიერული მეთოდი (კონდომი); - შეწყვეტილი სქესობრივი აქტი; - გადაუდებელი კონტრაცეპცია (გინეპრისტონი) ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან მხოლოდ გადაუდებელი კონტრაცეპცია(პოსტკოიტალური კონტრაცეპცია, დილის აბები) გამოიყენება უშუალოდ სქესობრივი აქტის შემდეგ. ამ ტიპის კონტრაცეფციის გამოყენების არსი მდგომარეობს შემდეგში: არ მოხდეს კვერცხუჯრედის განაყოფიერება ან მოხდეს ოვულაციის გადავადება. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ ციკლის რომელ ფაზაში მოხდა სქესობრივი აქტი. გამომდინარე აქედან ეფექტურია ციკლის ნებისმიერ ფაზაში. გადაუდებელი კონტრაცეფცია (გინეპრისტონი) გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კონტაქტიდან ერთჯერადად 120 სთ-ის განმავლობაში. ამ მეთოდის ეფექტურობა დამოკიდებულია გამოყენების ვადაზე,რადგან თვითონ ეფექტურობა მცირდება სქესობრივი აქტიდან გასული დროის უკუპროპორციულად. მკაცრად უნდა ავღნიშნოთ , რომ ამ ტიპის კონტრაცეფცია არ გამოიყენება რეგულარული ხმარებისათვის. ამ მეთოდის გახშირებული საჭიროებისას, აუცილებელია ქალს სწორად შეერჩეს გეგმიური კონტრაცეფციის ერთ ერთი, ზემოთ აღნიშნული, მისთვის მისაღები მეთოდი.

საინტერესოა განვსაზღვროთ, რა შემთხვევებში გამოიყენება გადაუდებელი კონტრაცეფცია? გადაუდებელიკონტრაცეფციის მე- თოდები გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ: სქესობრივი აქტი იყო დაუცველი ან/თუ გამოყენებული კონტრაცეფციის მეთოდი ეჭვს იწვევს, პრეზერვატივის მთლიანობის დარღვევა, ორალური კონტრაცეპტივის ორი ან მეტი მიღების თანმიმდევრობის გამოტოვება, პერიოდული თავშეკავების მე- თოდის გამოყენების დროს, გამოთვლით დაშვებული შეცდომისას, თუ ადგილი ჰქონდა ძალდატანებით სქესობრივ აქტს ანუ გაუპატიურებას. დღესდღეობით ბაზარზე არსებობს გადაუდებელი კონტრაცეფციის რამოდენიმე პრეპარატი, თუმცა მინდა ყურადღება გავამახვილო პრეპარატ გინეპრისტონზე, რომლის აქტიურ მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს მიფეპრისტონი (სინთეზური ანტიგესტაგენი რომელიც მოქმედებს რეცეპტორებზე-) მცირე დოზით (10 მგ). ის ხასიათდება მაღალის კონტრაცეფციული ეფექტურობით, რა უნდა ვიცოდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის შესახებ მენსტრუალური ფაზის ნებისმიერ პერიოდში. თუ დაუცველი სქესობრივი აქტი იყო ოვულაციამდე, მაშინ გინეპრისტონი იწვევს ე.წ მალუთეინიზირებელი ჰორმონის გადასროლის შეფერხებას, რაც თავის მხრივ გადაავადებს ოვულაციის პროცესს - კვერცხუჯრედი არ ტოვებს ფოლიკულს მოცემულ მომენტში, არ ხვდება სპერმატოზოიდს, შედეგად ორსულობა არ დგება. იმ შემთხვევაში თუ სქესობრივი აქტი განხორციელდა ოვულაციის შემდგომ, მაშინ გინეპრისტონი მოქმედებს ენდომეტრიუმზე (საშვილოსნოს ლორწოვან გარსზე, რომელიც არ მომზადდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მისაღებად), ის არ ემაგრება ლორწოვანს და შესაბამისად ორსულობა არ დგება. გინეპრისტონი გამოირჩევა კარგი ამტანობით და გვერდითი ეფექტების დაბალი სიხშირით. თუმცა განვმეორდები და ვიტყვი, რომ გინეპრისტონი არის გადაუდებელი კონტრაცეფციული საშუალება და არა ყოვედღიური კონტრაცეპტივი, ის არ გამოიყენება ორსულობის შეწყვეტისათვის. აღნიშნულ სიტუაციაში მოხვედრისას უმჯობესია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმ- გინეკოლოგთან, ან მიმართოდ გამოცდილ ფარმაცევტს რომელიც მოგაწვდით სწორ და სრულ ინფორმაციას ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. გადაუდებელი კონტრაცეპცია, თღავიდან აგაცილებთ არასასურველ ღელვას დაუგეგმავი ორსულობის გამო. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ტელ: 240 24 44

R