გოჭებს მალე დონორული ორგანოების მისაღებად გამოიყენებენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გოჭებს მალე დონორული ორგანოების მისაღებად გამოიყენებენ

როგორც ისინი ამტკიცებენ, უახლოეს პერიოდში გოჭებს გამოიყენებენ გადანერგვისთვის ვარგისი ორგანოების მისაღებად (გასაზრდელად). ტოკიოს უნივერსიტეტთან არსებული ღეროვანი უჯრედების ბიოლოგიისა და რეგენერაციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა, წამყვანმა მეცნიერ თანამშრომელმა ხირომიტსუ ნაკაუჩიმ დეტალურად აღწერა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ეფუძნება ბლასტოციტების დამატებით განვითარებას - წერს MegaMedportal.ru.

ექსპერიმენტებში პირველ ეტაპზე გამოყენებული იყო ვირთაგვები და წრუწუნები. ამ უკანასკნელთა ორგანიზმში შეჰყავდათ ვირთაგვების ღეროვანი უჯრედები, იმისათვის, რომ მათ სხეულში გაზრდილიყო შემდგომში ვირთაგვების ორგანიზმში გადასანერგად ვარგისი სათანადო ორგანოები. მეცნიერები იყენებდნენ არა მხოლოდ მოზრდილ, არამედ პლურიპოტენტულ (ე.წ. ჩანასახოვან) ღეროვან უჯრედებსაც. წრუწუნების ემბრიონებს ხელოვნურად აცლიდნენ უჯრედებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვალი) განვითარებაზე, რის შემდეგაც შეჰყავდათ ვირთაგვების ღეროვანი უჯრედები. ამ უჯრედებიდან საბოლოოდ წრუწუნების ორგანიზმში კუჭუკანა ჯირკვალი ვითარდებოდა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ანალოგიური ტექნოლოგიის ადაპტირება შესაძლებელია გოჭებთან და ადამიანებთან მიმართებაში, რადგანაც ღორის ორგანიზმი მექანიკური რეაქციებითა და სხვა თვისებებით ძალიან წააგავს ადამიანისას. აღნიშნული ტიპის თეორია ადრეც მუშავდებოდა, მაგრამ სრულყოფილი ტექნოლოგიის არარსებობის გამო, პრაქტიკული ნაწილის მისადაგება ადამიანის ღეროვან უჯრედებთან შეუძლებელი იყო. ასე რომ, უახლესმა მიღწევებმა შესაძლოა მეცნირებასა და მედიცინაში გადატრიალება მოახდინოს!

თინათინ გოცაძე