რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
9 სახეობის ქართულ თაფლში ანტიბიოტიკები აღმოჩნდა
9 სახეობის ქართულ თაფლში ანტიბიოტიკები აღმოჩნდა
მომხმარებელთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ "მომხმარებელი.გე", მომხმარებლის თხოვნის საფუძველზე, ქართულ ბაზარზე არსებული თაფლის სახეობები შეისწავლა. როგორც აღმოჩნდა, დაფასოებული ქართულ თაფლი ანტიბიოტიკებს შეიცავს. დასკვნას "მომხმარებელი.გე" საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს. 
შემოწმდა შემდეგი სახელწოდების თაფლი:

  1. "ცაცხვის" - შპს "მეფუტკრე", გამოშვების თარიღი 07-12-2015;
  2. "ქართული თაფლი" - შპს "მეთაფლია", გამოშვების თარიღი 25-12-2015;
  3. ნატურალური ალპური ზონის თაფლი "ფეფე", ი.მ. "გიორგი ტატიშვილი", გამოშვების თარიღი 27-09-2015;
  4. ცაცხვის თაფლი "დათუნია", შპს "მაჭახელა", გამოშვების თარიღი15-12-2015;
  5. " მაისის თაფლი", შპს "გსქ კულა", გამოშვების თარიღი 10-12-2015;
  6. "თაფლი ნატურალური" რკ "გომი", გამოშვების თარიღი 20-07-2015;
  7. "ცაცხვის თაფლი", შპს "ლავიგო", გამოშვების თარიღი არ
    You must have Flash Player installed in order to see this player.
    არის მითითებული;
  8. "თაფლი სტორის ხეობიდან", ი.მ. "მამუკა ტერტერაშვილი", გამოშვების თარიღი მითითებული არ არის;
  9. "მაისის თაფლი", შპს "ფუტკარა", გამოშვების თარიღი 11-12-2015.

ყველა პროდუქტი ჩაბარდა ლაბორატორიაში ნატურალურობის, აგრეთვე პროდუქტში ანტიბიოტიკებისა და პესტიციდების ნარჩენების შესამოწმებლად. ლაბორატორიიდან მიღებული პასუხების მიხედვით პროდუქტების ორგანოლეპტიკური და ფიზიკურ-ქიმიური მახასიათებლები ნორმაშია. ასევე ნორმის ფარგლებშია პროდუქტში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობა.

თუმცა, თითქმის ყველა პროდუქტში აღმოჩნდა ანტიბიოტიკების - ტეტრაციკლინისა და ქლორამფენიკოლის ნარჩენი რაოდენობა. (იხილეთ ცხრილი)
"მომხმარებელი.გე" განმარტავს, რომ შემოწმებულ პროდუქტებში ტეტრაციკლინის რაოდენობა ნორმის ფაგლებშია. რაც შეეხება ქლორამფენიკოლს, მისი ნარჩენის არსებობა სასურსათო პროდუქტში ნებისმიერი რაოდენობით იკრძალება ევროკავშირის ქვეყნებში, ხოლო საქართველოში ეს აკრძალვა ძალაში შევა 2016 წლის ივლისიდან. ინფორმაცია შემოწმების შესახებ გაეგზავნა შესაბამის მეწარმეებს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს.

თარიღი : 06-04-2016
თაფლის მოყვარული
თაფლი ძალიან მიყვარს. მიუხედავათ იმისა რომ ძვირადღირებული პროდუქტი არის, მაინც ვახერხებ ხანდახან შეძენას. როგორც ვიცი თაფლში არის ბუნებრივად ანტიმიკრობული ნივთიერებები, მაგრამ ასევე შეიძლება მოხდეს არაბუნებრივი, ხელოვნურად შექმნილი ქიმიკატები. მოსახლეობის დასაზღვევად სახელმწიფო სურსათის სააგენტო უნდა ახდენდეს ეფექტურ ზედამხედველობას სურსათზე. ასევე აგრონომიულმა დარგმა უარი თქვას მავნე ქიმიკატების მოხმარებაზე, ქიმიკატები რომელიც აზიანებს ფუტკარს და საბოლოო ჯამში ხვდება ადამიანის ორგანიზმში თაფლის მეშვეობით. დასავლეთში აკრძალეს ე.წ. აგრონომიული ქიმიკატი ნეონიკოტინოიდები რომელიც ფუტკარს კლავს. ქართველი მეფუტკრეები და თაფლის მომხმარებლები უნდა იყვნენ ინფორმირებული თუ საიდან ხვდება თაფლში მავნე ნივთიერებები.
თარიღი : 29-03-2016
ქრისტო კახნიაშვილი
კარგია, თუკი საქართველოში ვინმე შეძლებს კვების პროდუქტების რეალურ ანალიზსს ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობაზე. სამწუხაროდ ეს სტატია არ უნდა ეფუძვნებოდეს რეალურ კვლევის შედეგებს. უბრალოდ არ არსებობს საქართველოში ლაბორატორია, რომელიც თაფლში ან სხვა პროდუქტში პესტიციდების ნარჩენ კონცენტრაციას განსაზღვრავს. სადღეისოდ საქართველოში მოიხმარება უამრავი დასახელების და შემადგენლობის პესტიციდი. მათი განსაზღვრა დასავლეთის ცნობილ ლაბორატორიებსაც უჭირთ. ამ მასალის გამომქვეყნებლებს მივმართავ თხოვნით - ნუ აპანიკებენ მომხმარებელს და ნუ შეუშლიან ხელს თაფლის მწარმოებელთა ბიზნესს. თუ რეალურად ვინმეს შეუძლია თაფლში სხვადასხვა კლასის ტოქსიკური პესტიციდების ნარჩენების განსაზღვრა, უმორჩილესად ვთხოვ გამომეხმაუროს.
თარიღი : 26-03-2016
dudu
სურსათის ეროვნული სააგენტოს ბოლო პერიოდამდე ხემძღვანელობდა ოთარ დანელიას მიერ დანიშნული მასაჟისტი დოლიძე დღესდღობით კერესელიძე რომელსაც საერთაშორისო აქვს დამთავრებული თან მინისტრის პირველი მოადგილეა.მოაშორეთ დანელია სამინისტტოს სანამ გაანადგურა ყველა დარგი.
თარიღი : 26-03-2016
brola*
აბა როგორც იქნა როდისმე ალბათ ვიხილავთ ღორისდინგიან ადამიანს!
თარიღი : 26-03-2016
5
ანუ არ ვარგა ეს პროდუქტები და მავნეა?
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ცურვა განსაკუთრებით სასარგებლო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისთვისაც სპორტის ძალისმიერი სახეობები უკუნაჩვენებია.
ექიმების რჩევით, კონდენციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.
კომპანიის წამყვანი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა, თანაც არავისთვის დაურეკავს, რომ გაეფრთხილებინა კომპანიის ხელმძღვანელი.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რამდენიმე თვეა ვებგვერდ mkurnali.ge-ის მომხმარებელი ქართული ბაზრისთვის სრულიად უნიკალურ მომსახურებას - ექიმის ონლაინ კონსულტაციას 5 ლარად იღებს.
თერჯოლაში, კლინიკა “თერჯოლამედში“ ორი წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ანა კაპანაძე საღამოს, 22:00 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს, თუმცა მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა.
ფიტოთერაპევტი ლელა გეჯაძე 2003 წლიდან ამზადებს ნაყენს, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს ამ ყველაფერზე ის თავად გიამბობთ.

“ჰერბალაიფი” არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც პირდაპირი გაყიდვების ინდუსტრიაში 1980 წლიდან ოპერირებს. ის ყიდის პროდუქციას, რომელიც დაბალანსებული კვებისთვის, წონის კონტროლისა და პერსონალური მზრუნველობისთვის არის საჭირო. “ჰერბალაიფის” პროდუქტები სპეციალიზებულ საკვებს, საკვებ დანამატებსა და კოსმეტიკურ პროდუქციას აერთიანებს.

სამკურნალო პრეპარატების ტვინში შესაღწევად იაპონელმა სპეციალისტებმა უნიკალური სპრეი შექმნეს. ის წარმატებით გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ჯანმრთელი ქსოვილებისთვისაც უსაფრთხოა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა G20 ლიდერებს ვირუსებთან ბრძოლისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ჰამბურგში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის წევრები ახალი, საშიში, გლობალური პანდემიის შესახებ გააფრთხილა.
20 ივლისი 2017
დილით უზმოზე, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, სასარგებლოა 1 ჭიქა წყლის მიღება. ეს პროცედურა მოამზადებს კუჭ-ნაწლავს შემდგომი დატვირთვისთვის, დააქვეითებს მადას, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს და შლაკებს. დღის განმავლობაში სასურველია დალიოთ არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.
29 ივნისი 2017
კანადელი მეცნიერების განმარტებით, სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა ასაკოვან ადამიანებთან ნეიროდეგენერაციული პროცესების განვითარებას აფერხებს.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
ამერიკელი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ლუდი და არაქისი ვარჯიშის შემდეგ ადამიანს აღდგენაში ეხმარება. ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გაუწყლოება. ლუდისა და არაქისის მიღება ხელს უწყობს სითხის მარაგის შევსებას.
ამერიკელი ფსიქოლოგების განცხადებით, ინტერნეტის გავრცელებამ განსაკუთრებულად გაზარდა აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილი ადამიანებს რიცხვი. საგანგაშოა ის, რომ ამ ადამიანებს უფრო მეტად აქვთ გამოხატული ემოციური დარღვევები