რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რა დაზიანებები აქვს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
რა დაზიანებები აქვს შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს, რომელიც მეხუთე სართულიდან გადმოვარდა
რამდენიმე საათის წინ, უბედური შემთხვევა მოხდა გოგებაშვილის ქუჩაზე. შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე ფანჯრიდან გადავარდა.

ევა ბარბაქაძეს დაზიანებული აქვს ხერხემალი და ფეხები. მისი მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115–ე მუხლით.

როგორც "ამბები.გეს" თვითმხილველმა განუცხადა ევა ბარბაქაძეს სახლში თანატოლები სტუმრობდნენ, გოგონა
ფანჯარაზე იჯდა და მოულოდნელად მეხუთე სართულიდან გადავარდა.

ის თავდაპირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ახლა იაშვილის კლინიკაში არის მოთავსებული. თვითმხილველის განცხადებით, რომელიც იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძის გადაყვანის ფაქტს შეესწრო, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 14 წლის გოგონა დასისხლიანებული იყო და კისრის არეში გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა.

იაშვილის კლინიკაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ შორენა ბეგაშვილის შვილი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექიმი კომენტარს დილით გააკეთებს, - ამის შესახებ კლინიკის პრესსამსახურში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, მედიისთვის კომენტარი 10:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

რაც შეეხება თავად არასრულწლოვანი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით უშუალოდ კლინიკის პრესსამსახურში ამ დროისთვის არსებულ ინფორმაციას, როგორც საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, არასრულწლოვან გოგონას ამ წუთებში დიაგნოსტიკური გამოკვლევები უატრდება.

"ოპერაცია არ
You must have Flash Player installed in order to see this player.
მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პაციენტს უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები დიაგნოზის დადგენის მიზნით. მას მრავლობითი სახის
დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნება, მათ შორის დაზიანებული აქვს ხერხემალი", - აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში, სადაც არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

მათი ინფორმაციით, პაციენტი გონზეა.

აღსანიშნავია, რომ იაშვილის კლინიკაში ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები. საავადმყოფოში ასევე იმყოფებიან შორენა ბეგაშვილის შვილის კლასელები.

ბოლო მონაცემებით, არაოფიციალურად, ახლობლებს შორის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევა ბარბაქაძეს ხერხემლის სამი მალის, ბეჭის და ბარძაყის მოტეხილობები აღენიშნება.

ამასთან, როგორც შორენა ბეგაშვილის ახლობლების ნაწილი პირად საუბრებში აცხადებენ, ექიმები ამ წუთებში ოპერაციული ჩარევის მიზანშეწონილობის საკითხზე თანხმდებიან.

ამბები.გე-ს ინფორმაციით, შესაძლოა ევა ბარბაქაძე თურქეთში გადააფრინონ, ან თურქი ექიმი ჩამოიყვანონ საქართველოში.
ამ ავტორის სხვა სტატიები
თარიღი : 28-03-2016
babi
გისამძიმრებსაყვარელო შორენა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
ალექსანდრია ოსტრემი ექიმი ჰაუსის მადლობელია, რომ დღეს ის ცოცხალია.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დუბლინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს უჯრედული ზრდისთვის მნიშვნელოვანი მოლეკულა - STAT3, რომელმაც ინფექციისგან შეიძლება დაგვიცვას. ეს აღმოჩენა ადამიანის იმუნიტეტის აღდგენისა და ვირუსების მთელი სპექტრისგან დაცვის საშუალება შეიძლება გახდეს.
სერიალი "ექიმი ჰაუსი" 11 წლის წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში და მაყურებლის გულების დაპყრობა მალევე მოახერხა.
ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი საფრანგეთში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს დახურულ შენობებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სტადიონებზე შესაძლოა თამბაქოს მოწევა აიკრძალოს,
ხელოვნური ტვინი

მეცნიერებმა კანის უჯრედებისგან ხელოვნური ტვინის გამოზრდა შეძლეს. ექსპერიმენტი ჩატარდა კემბრიჯის უნივერსიტეტში, ნეირობიოლოგ მედლინ ლამკასტერის ხელმძღვანელობით. მკვლევარი, რომელიც ბავშვობიდანვე იყო გატაცებული მეცნიერებით, დიდი ხანი ოცნებობდა ლაბორატორიაში ადამიანის ტვინის ასლის შექმნაზე.

ბრაილის შრიფტით ჟურნალის დაბეჭდვა "უსინათლოთა კავშირის" მე-3 ფილიალის ხელმძღვანელის ლაშა ცაიშვილის, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქციის ინიციატივით და "მედია კომუნიკატორის" ორგანიზებით განხორციელდა.
06 თებერვალი 2017
ბევრი ახალგაზრდის აზრით, ასაკში სექსი, ინტიმური სფეროს სხვადასხვა პრობლემის გამო, მოსაწყენი ხდება. მაგრამ მინესოტას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ეს მხოლოდ მითია. ხანდაზმულ ადამიანებს სქესობრივი აქტის ხარისხი უფრო აღელვებთ, ვიდრე მისი რაოდენობა, რაც დადებითად მოქმედებს მათ ინტიმურ ცხოვრებაზე.
11 იანვარი 2017
თვალებს განსაკუთრებულ ზიანს აყენებს კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა. ამის თავიდან ასაცილებლადბ გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:
ადამიანების უმრავლესობა შხაპს იღებს ძილის წინ, ან ადრე დილას. კვლევებით დასტურდება, რომ შხაპის მიღების დრომ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. დილის შხაპი გვეხმარება კრეატიულ ყაიდაზე გადართვაში და ნაჩვენებია სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის. საღამოს შხაპი კი დაძინებაში გვიწყობს ხელს.
ბრიტანელი დერმატოლოგები და კოსმეტოლოგები კარტოფილის ჯადოსნურ თვისებებზე მიუთითებენ. მათი აზრით, ამ კულტურით მართლაც შეიძლება ძვირადღირებული კოსმეტოლოგიური საშუალებების ჩანაცვლება.
ექიმი დერმატოლოგი ემა უელჯუორტი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კარტოფილის წვენის სამკურნალო თვისებებზე.
ცხოველების უმრავლესობაში მხოლოდ გარკვეულ დროს ხდება შეჯვარება. წლის დანარჩენ პერიოდში სქესობრივი აქტი მათ არ აინტერესებთ. ადამიანები კი სექსით უფრო ხშირად არიან დაკავებულები.