უნიკალური ბუნებრივი დამატკბობელი საკონდიტრო წარმოებას გადაატრიალებს
საიდუმლო მწვანე წყალმცენრე Prasinococcus capsulatus-შია, რომელიც შაქრის მსგავს ნაერთს გამოიმუშავებს.
ნაერთი შეიძლება გადამუშავდეს თეთრ ფხვნილად, რისი დამატებაც შესაძლებელი იქნება საკვებ პროდუქტებში. მივიღებთ ტკბილ გემოს ზედმეტი კალორიების გარეშე, რადგანაც ნაერთი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ შეიწოვება. ახალ დამატკბობელს ამუშავებს კომპანია GlycoMar საკონდიტრო გიგანტ Mars-თან ერთად.
წყალმცენარე Prasinococcus capsulatus - საკვები დამატკბობლის მოხერხებული წყაროა, იმდენად, რამდენადაც მათი გაზრდა შესაძლებელი იქნება ზღვის წყლით ავსებულ პლასტიკის დიდ პაკეტებში. ამასთან, წარმოება გარემოსთვის უვნებელი იქნება.
ლალი ჩხიკვაძე