რატომ ურჩევენ პედიატრები მშობლებს ბახმაროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ურჩევენ პედიატრები მშობლებს ბახმაროს

სწორედ ეს თქვა ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბახმაროში მოხვდა - დასავლეთში ხალხი ათასობით ევროს ხარჯავს, რომ ასეთ ადგილთან ოდნავ მიახლოებულ კურორტზე სულ რამდენიმე დღე გაატაროს, თქვენ კიდევ ცხვირწინ გაქვთ და მიკვირს, რომ არ აფასებთო. მისივე თქმით, ეს იგივეა, ადამიანს ოქრო ჰქონდეს და ეს არ ახსოვდეს. თუმცა ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა... თუმცა, სანამ ცვლილებებზე ვიტყოდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვით ის ვთქვათ, თუ რატომ არის ბახმარო საკურორტო კუთხით მთავარი კოზირი.

საქართველოსა და ევროპის კურორტებისგან განსხვავებით, ბახმაროს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იქ ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა ხდება. მთავარი კი ის არის, რომ მედიკოსთა ინფორმაციით, აქ დასვენების შედეგად სისხლის ფორმულა 21 დღეში იცვლება და ადამიანის იმუნიტეტი მაღლდება. ვიმეორებთ - მხოლოდ 21 დღეში! "ჯადოსნურობა" მდგომარეობს იმაში, რომ ბახმაროში ჰაერი ყოველთვის სუფთა და გამჭვირვალეა, რაც ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს და სწორედ ეს იწვევს ადამიანის დაჩქარებულ გაჯანსაღებას. ჰაერი კი სუფთა და გამჭვირვალე ყოველთვის იმიტომ არის, რომ ბახმარო მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ის ნაძვისა და სოჭის ხეებით დაფარული მარადმწვანე ქვაბულია.

mkurnali.geსანამ მეცნიერულად დაადგენდნენ ბახმაროს უნიკალურობას, მანამდე ადამიანების გამოჯანმრთელებას სასწაულს მიაწერდნენ ხოლმე. ასე მოხდა ორი საუკუნის წინ, როცა საძოვარზე ამოსული ჭლექით დაავადებული მწყემსი გამოჯანმრთელდა. მე-19 საუკუნის 80-იან წლებში იყო ასეთი ექიმი - არტემ დავითიანცი, რომელიც პაციენტებს ბახმაროში გზავნიდა და ისინი უკან გაჯანსაღებულები ბრუნდებოდნენ. მოხდა ისე, რომ ეს ექიმიც ჭლექით დაავადდა, ბახმაროში წავიდა და... გამოჯანმრთელდა. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მეცნიერებმა უკვე ოფიციალურად დაადგინეს - ბახმაროში ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა ხდება, რაც მისწრებაა ისეთი დაავადებების თავიდან მოსაშორებლად, როგორიც, მაგალითად, სასუნთქი გზების პრობლემა, სისხლნაკლებობა, ნევრასთენია და ლიმფებთან დაკავშირებული გართულებებია.

მარინე გაგოშიძე (ექიმი პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი): დადგენილია პირდაპირი კავშირი ეკოლოგიურ მდგომარეობასა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის. ბავშვთა და მოზარდთა ორგანიზმი ყველაზე მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ.

საქართველოში ყველაზე მაღალმთიანი კურორტი - ბახმარო ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზეა განლაგებული. ის ჩოხატაურის რაიონში, მესხეთის ქედის ფერდობებზე, მდინარე ბახვის წყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 2000-ზე მეტი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთის ფერდობები დაფარულია წიწვოვანი ტყეებით (ნაძვისა და სოჭის ჯიშები). აქ თავისუფლად აღწევს შავი ზღვიდან მონაბერი ჰაერის მასები. ადგილის სიმაღლე, მუქწიწვიანი ტყის კორომები და ნოტიო ჰაერის მასები ბახმაროს უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის. მარტივად რომ ავხსნა - აქ ზღვისა და მთის ჰაერის უნიკალური თვისებები იყრის თავს.

კურორტ ბახმაროს ჰავას ყველა ასაკის ბავშვები კარგად იტანენ. აქ მკურნალობენ ქრონიკულ ბრონქიტს, მშრალ პლევრიტს, ლიმფადენიტებს, მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ბრონქულ ასთმას, ანემიას. განსაკუთრებით კარგია ბახმაროში დასვენება ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ. ბავშვებისთვის, რომლებიც ხშირად ავადობენ რესპირაციული ინფექციებით და ზოგადად იმუნიტეტი აქვთ დაქვეითებული.

ბახმაროში არც გამონაბოლქვია და არც ტრანსპორტის აქტიური მოძრაობა. ძალიან მნიშვნელოვანია - იქ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით გიმასპინძლდებიან, ეს იქნება რძე, ყველი, ხაჭო, ხილი, ბოსტნეული თუ სხვა.

ბახმაროს ბუნება, გამჭვირვალე ჰაერი, ბუნებრივი წყლები - ეს კომპონენტები უნიკალურ "კოქტეილს" ქმნიან, რაც დადებით გავლენას მოახდენს თქვენი პატარას ორგანიზმზე.

ეკა სალაღაია