ცოცხალ დონორთა წრე ფართოვდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცოცხალ დონორთა წრე ფართოვდება

შესაძლებელი ხდება რეციპიენტის დონორი მასთან ახლო, პირად ურთიერთობაში მყოფი პირი გახდეს. ასეთად განისაზღვრა პირი, რომელსაც რეციპიენტთან არანაკლებ ორი წლის განმავლობაში ახლო, სტაბილური ემოციური კავშირი აქვს. ასეთი ურთიერთობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და შესაბამისი ნებართვა გასცეს.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე დავამ განაპირობა. როგორც პარლამენტში საკითხის განხილვისას გახდა ცნობილი, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონის დღეს მოქმედი ის ნორმა შეაჩერა, რომლის მიხედვით, ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი; რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი; ასევე რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ ორი წელი.

როგორც საკომიტეტო განხილვისას ითქვა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტულმა პირმა მიმართა, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა ღვიძლი ცოცხალი დონორისგან გადაენერგა, რადგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცოცხალ დონორთა წრე ამომწურავია და ის გამონაკლისს აღარ ითვალისწინებს.

ამასთან, ტრანსპლანტაციის საბჭოს ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ კანონი გვამურ დონაციას ითვალისწინებს, ქვეყანაში რეალურად არ არსებობს ტრანსპლანტაციის ბანკი, რომელიც განახორციელებს გარდაცვლილი დონორების ტესტირებას, შერჩევას, მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული ორგანოს აღებას, ტიპირებას, ტრანსპორტირებას, დამუშავებას და შენახვას ტრანსპლანტაციისათვის გამოყენების მიზნით.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული დავის ფარგლებში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დონორთა წრის შემზღუდავი ნორმა შეაჩერა.