ქართველმა ერმა პრეპარატ "კამელინი"-ს შემქმნელი, მეცნიერი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე ბენედიქტე მაღლაკელიძე დაასახელა ყველა დროის 100 უდიდეს ქართველთა შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველმა ერმა პრეპარატ "კამელინი"-ს შემქმნელი, მეცნიერი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე ბენედიქტე მაღლაკელიძე დაასახელა ყველა დროის 100 უდიდეს ქართველთა შორის

22 მაისს დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ფავლენიშვილის ინიციატივით, ცნობილი ქართველი ექიმის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ბენედიქტე მაღლაკელიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღონისძიება თამარ მეფის სახელობის დარბაზში წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიესალმა და ბენედიქტე მაღლაკელიძის სამეცნიერო მოღვაწეობასა და ღვაწლზე ისაუბრა.

სტუმრებს სიტყვით ირაკლი ფავლენიშვილმაც მიმართა და აღნიშნა, რომ ბენედიქტე მაღლაკელიძემ სისხლის გადასხმისა და ქირურგიის ინსტიტუტებში აქტიური სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობის პერიოდში ფასდაუდებელი ღვაწლი გასწია მკურნალობის ეფექტური მეთოდების შემუშავებას. მის მიერ შექმნილმა პრეპარატმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იხსნა უამრავი ადამიანის სიცოცხლე და მიმაჩნია, რომ იგი ღირსეულად დასახელდა ყველა დროის "100 უდიდეს ქართველს შორის"-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

mkurnali.geდამსწრე საზოგადოებას ბენედიქტე მაღლაკელიძის ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად საკრებულოს წევრმა ლია ჯახველაძემ მიმართა.

მისი განცხადებით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის აქტიური ჩართულობით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას დიდი ქართველი ექიმის სახელი მიენიჭება.

ბენედიქტე მაღლაკელიძის ცხოვრება, საზოგადო მოღვაწეობა და ოჯახის ტრადიციები კიდევ ერთხელ შეახსენა დამსწრე საზოგადოებას სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა შოთა მაღლაკელიძემ, ხოლო მის სამეცნიერო მოღვაწეობასა და ღვაწლზე მოხსენებით წარდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბორის კორსანტია.

საზოგადოებას მიესალმა და ფარმაცევტულ კომპანია "კამელინს" დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ

საღამოზე წარმოდგენილი იყო ბენედიქტე მაღლაკელიძის ოჯახის წევრების, ამერიკაში მოღვაწე მხატვრების შემოქმედება, კერძოდ, ქეთევან მაღლაკელიძის, ავთანდილ მახარობლიძის, ლელა მახარობლიძის ფერწერული ნამუშევრები და დავით (დათი) კაკაბაძის"ფოკანის" შესანიშნავი კოლექცია.

საზეიმო ვითარებაში ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელობის პრემიით დაჯილდოვების ცერემონიალიც გაიმართა, სადაც სამედიცინო დარგის წარმომადგენლებს, პრეპარატ "კამელინის" ექსპერიმენტულ-კლინიკურ კვლევებში ჩართულ ექიმებსა და მეცნიერებს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო გიორგი ალიბეგაშვილსა და ირაკლი ფავლენიშვილს სამახსოვროდ ავთანდილი მახარობლიძის ფერწერული ნამუშევრები გადაეცათ.

ბენედიქტე მაღლაკელიძის შვილიშვილმა,ყველასათვის ცნობილმა მომღერალმა ნუცა შანშიაშვილმა არაჩვეულებრივი სიმღერით დაასრულა საღამო.

ქართული წარმოების 5 ფორმის პრეპარატი "კამელინ მ1"- ინექცია, "კამელინ მ2"- კაფსულა, "კამელინ მ3"-მალამო, "კამელინ მ 4 " - სანთლები და "კამელინფლუ"-სპრეი გამოიყენება - სიმსივნური დაავადებების, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული და სხვა დაავადებების დროს.

"კამელინთან" დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება დაკონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:

2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 599 33 10 89; 597769740; 599 23 03 33; 599580907

www.Camelyn.ge

ფოსტა: info@camelyn.ge

(R)