მეცნიერების დასკვნით, ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერების დასკვნით, ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის

"ბიბისის" ცნობით, აღნიშნულ დასკვნამდე 80 მეცნიერი მსოფლიოს 12 ქვეყნიდან ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში მივიდა.

მეცნიერების დასკვნის თანახმად, 1970-იანი წლებიდან მსოფლიო ოკეანეებმა პლანეტის ტემპერატურის ზრდის 93 % შთანთქა ანუ გლობალური დათბობის პროცესში დედამიწის "ფარი" გახდა. თუმცა, ამან ოკეანის ბინადრების ცხოვრების სისტემა სრულად შეცვალა. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე პლანქტონებმა, მედუზებმა, წყლის კუმ და თევზების ზოგიერთმა სახობამ იმ წყლებში გადაინაცვლეს, რომლებიც მათთვის სრულიად უცხო იყო. ამ პროცესების გამო თევზჭერის ჩვეული არეალიც იცვლება, რაც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, მეცნიერთა განმარტებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.