News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კვლევის მონაწილეები ორ ჯგუფად გაყვეს: ერთი ჯგუფის წარმომადგენლები ჰიდრომორფონს ღებულობდნენ, მეორისა კი - გარკვეული დოზით დიაცეტილმორფინს (ფარმაცევტული ჰეროინი). ცდისპირები ექვსი თვის განმავლობაში დღეში 1-დან 3 ინექციას იკეთებდნენ. რასაკვირველია, ყოველივე ეს ექიმთა მეთვალყურეობით ხდებოდა. სრული კურსი მონაწილეთა 80%-მა გაიარა. ჰიდრომორფონის ეფექტურობა ფარმაცევტული დიაცეტილმორფინის ეფექტურობის მსგავსი აღმოჩნდა. კვლევის მონაწილეებმა “ქუჩის” ჰეროინის ნაკლები სიხშირით მოხმარება დაიწყეს: მისი გამოყენება ყოველდღიურიდან თვეში 3-5 მოხმარებამდე შემცირდა.

კვლევის ავტორთა თქმით, 88 500 ინექციიდან სერიოზული გვერდითი მოვლენები მხოლოდ 29 შემთხვევას ახლდა (24 - საკონტროლო ჯგუფში და 5 - ექსპერიმენტულში). მათ შორის 11 შემთხვევაში განვითარდა კრუნჩხვები და 14 მონაწილეს ზედოზირება აღენიშნა.

მკვლევართა თქმით, მიღებული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ ჰეროინისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის შემთხვევებში, როდესაც მეტადონი და სუბოქსონი პაციენტისთვის უეფექტოა, ალტერნატივად შეიძლება ჰიდრომორფონის გამოყენება.

ანემიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი გზა

ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სრულიად შემთხვევით მიაგნეს ანემიის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ გზას. აღმოჩნდა, რომ შესაძლებელი ყოფილა სისხლის წითელი უჯრედების წარმოების ინიცირება, რაშიც მთავარ როლს იმუნური დენდრიტული უჯრედები თამაშობს. ეს უჯრედები გადამცემების სახით მოქმედებენ და პათოგენის არსებობისას ადეკვატური იმუნური რეაქციის დაწყებას უზრუნველყოფენ.

ექსპერტებმა ეს მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ექსპერიმენტულ ცხოველებში გრიპის ვირუსი და ის ანტისხეულები შეიყვანეს, რომლებიც დენდრიტული უჯრედების მიერ გამოყოფილ კონკრეტულ მოლეკულას ბლოკავდნენ. შეყვანიდან მალევე ელენთა მნიშვნელოვნად გადიდდა ანუ სტრესული ერითროპოეზი გამოიწვია.

აღნიშნული რეაქციის დროს ძლიერდება სისხლის უჯრედების წარმოება, რათა ორგანიზმი ადვილად გაუმკლავდეს ტრავმას ან სხვა სტრესს. აღმოჩნდა, რომ ანტისხეულს შეუძლია გადამრთველის როლის შესრულება და ამით დენდრიტული უჯრედებისა და სისხლის უჯრედების წარმოშობის გაკონტროლება. ეს ნათლად აჩვენებს კავშირს სტრესსა და სისხლის უჯრედების წარმოშობას შორის. აღსანიშნავია, რომ სტრესს იწვევს არა მხოლოდ დაზიანება, არამედ ინფექციაც, ანთებაც, სისხლდენაც და სხვ.

მწვანე ჩაი, ასპირინი და წითელი ღვინო ეწინააღმდეგება სმენის დაქვეითებას

მწვანე ჩაის სასარგებლო თვისებები დიდი ხნიდან ცნობილია. ამერიკელმა მეცნიერებმა მისი კიდევ ერთი სასარგებლო თვისება აღმოაჩინეს - ის ხელს უწყობს სმენის გაუმჯობესებას. ჩატარებული კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მწვანე ჩაი სმენის დაკარგვისგან იცავს ადამიანებს.

ხანდაზმულ ასაკში სმენის დაქვეითების მიზეზი თავისუფალი რადიკალებია, რომლებიც ორგანიზმში ხმამაღალი ხმების საპასუხოდ წარმოიქმნება. ამერიკელი მეცნიერების აზრით, თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების ნეიტრალიზაცია და ყურის დაცვა საზიანო ხმაურისა და ხმამაღალი ბგერებისაგან რესვერატროლს შეუძლია. მას კი დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ჩაი, აგრეთვე ასპირინი და წითელი ღვინო.

ასე რომ, მკვლევართა რეკომენდაციით, სმენის დასაცავად ხშირად მიირთვით მწვანე ჩაი.