News - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

News

კვლავ შეუძლია მუსიკალურ ინსტრუმენტებზე, კერძოდ, ფორტეპიანოსა და დოლზე დაკვრა. ჯორჯიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სპეციალისტებმა მისთვის უნიკალური ბიონური ხელი შექმნეს.

აქამდე ჯეისონ ბარნსი კუნთებთან მიმაგრებული პროთეზის ელექტრომიოგრამის გადამცემით სარგებლობდა. მას შეუძლია კუნთების მოძრაობის დაჭერა, მაგრამ სიგნალი ძალიან ხმაურიანი იყო და კონკრეტული თითის მოძრაობის მართვის საშუალებას არ იძლეოდა. ახალი ხელის შესაქმნელად მკვლევრებმა ულტრაბგერითი გადამცემი და მანქანური სწავლების მეთოდი გამოიყენეს.

მეცნიერებმა ხელის კუნთებს ულტრაბგერითი ზონდი მიამაგრეს. ისინი აფიქსირებდნენ კუნთის მოძრაობას, რომელიც თითოეული თითის მოძრაობის მცდელობისას აღმოცენდებოდა და ის ალგორითმში შეიტანეს. სისტემამ ისწავლა თითოეულ შემთხვევაში საჭირო ძალის განსაზღვრაც. ახლა ჯეისონ ბარნსს ყოველი თითის კონტროლი შეუძლია.

ნევროლოგებმა ჭკუასუსტობის განვითარების მოულოდნელი მიზეზი გამოავლინეს

მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა, პროფესორ გერტა კუპერის ხელმძაღვანელობით, გამოარკვია, რომ სხეულის უჯრედებსა და ქსოვილებში შარდოვანას დაგროვებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თავის ტვინს. სპეციალისტების აზრით, ტვინში შარდოვანას დონე უშუალო კავშირშია ჰენტიგტონის სინდრომთან (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი ფორმა).

თუმცა დასკვნები შეიძლება ყველა ფორმის დემენციაზე გავრცელდეს. შარდოვანა ქიმიური ნაერთია, რომელიც ფორმირდება ცილების ამინომჟავებამდე დაშლის შედეგად. ეს პროცესი იწვევს ტოქსიკური ამიაკის წარმოქმნას, რაც განსაკუთრებით საშიშია ტვინისთვის. ღვიძლში ამიაკი გარდაიქმნება შარდოვანად, საიდანაც ის ხვდება სისხლში, ცირკულირებს ორგანიზმში და ფილტრაციის პროცესში თირკმელების მიერ გამოიყოფა.

მეცნიერების აზრით, ტოქსიკურ კონცენტრაციად ნორმაზე ოთხჯერ მაღალი მაჩვენებელი ითვლება. ექიმები უკვე იყენებენ ლაქტულოზაზე დამზადებულ პრეპარატებს სხეულის სხვა ნაწილებში ამიაკის დონის დასაქვეითებლად. ოდესღაც, ალბათ, ჭკუასუსტობის განვითარების შემაჩერებელი წამალიც შეიქმნება.

რამდენ მუტაციას აგროვებს სიცოცხლის მანძილზე ადამიანის ტვინი

იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს, რამდენი მუტაცია ვითარდება ცხოვრების მანძილზე ადამიანის ტვინში. ისინი სწავლობდნენ როგორც ჩანასახებს, ისე ზრდასრულ ადამიანებს. იელის უნივერსიტეტის ექსპერტებმა შეაფასეს ემბრიონებში მუტაციის დინამიკა. დნმ-ს ანალიზმა აჩვენა, რომ ახალგაზრდა ნეირონები შეიცავს 200-დან 400-მდე გენეტიკურ ვარიაციას, რომლებიც მთელ დნმ-ზეა გაფანტული.

ეს მუტაციები ჩანასახში არათანაბრად ვითარდება. ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპზე ერთ ახალ უჯრედზე საშუალოდ 1,3 მუტაცია მოდის, შემდგომში ციფრი 1,5-მდე იზრდება. რაც უფრო ადრეა აღმოცენებული მუტაცია, მით ეფექტურია იგი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩანასახის პერიოდში განვითარებული ცვლილება მთელ ორგანოზე გავრცელდება. ამასთან, ამ მუტაციებს შორის შესაძლოა იყოს სასარგებლო, გენეტიკურ სურათში მრავალფეროვნების შემომტანი.

15 ადამიანის ტვინის ნეირონების დნმ-ს ფინალურმა კვლევამ გამოავლინა, რომ ნერვული უჯრედები დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ დაახლოებით 600 მუტაციიდან. ყოველ ორ კვირაში ახალი მუტაცია ვითარდება. გამოდის, რომ 80 წლისთვის ნეირონების უმრავლესობა 2400 მუტაციას მაინც ატარებს. სწორედ ამით შეიძლება დაბერებასთან დაკავშირებული კოგნიტური ჩავარდნის ახსნა. თუმცა ყველა მუტაცია არ იწვევს ხილულ შედეგებს. მათგან მხოლოდ 1%-ს შეუძლია უარყოფითად აისახოს ჯანმრთელობაზე.

ფიზიკური აქტივობა კიბოთი დაავადებულებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს

მაიოს კლინიკის თანამშრომლების ჩატარებულ კვლევაში ლიმფომით დაავადებული 4100 ადამიანი მონაწილეობდა. სპეციალისტები აფასებდნენ მოხალისეების ფიზიკურ აქტივობას დიაგნოზის დასმამდე და დასმის შემდეგ.

კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომელთა ფიზიკური აქტივობა დიაგნოზის დასმამდე ნორმაზე მაღალი იყო, ლიმფომით ან სხვა მიზეზით უფრო იშვიათად იხოცებოდნენ, ვიდრე კვლევის ნაკლებად აქტიური მონაწილეები. ამას გარდა, კვლევის სამი წლის განმავლობაში გაირკვა, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ გააქტიურებულთა სიკვდილის რისკი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე უმოქმედოდ დარჩენილებისა.

მეცნიერებმა ისიც აღმოაჩინეს, რომ ის ადამიანები, რომელთა ფიზიკური აქტივობაც დიაგნოზის დასმის შემდეგ შემცირდა, ლიმფომით ან სხვა მიზეზით უფრო ხშირად იხოცებოდნენ, ვიდრე ისინი, ვისი ფიზიკური აქტივობაც არ შეცვლილა. ამიტომ მკვლევრები ლიმფომით დაავადებულებს მეტ აქტიურობას ურჩევენ.