იმდენად ძლიერი ტალღა იყო, კედელზე მიმანარცხა - რას ჰყვება დაშავებული მეშახტე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმდენად ძლიერი ტალღა იყო, კედელზე მიმანარცხა - რას ჰყვება დაშავებული მეშახტე

ვუწოდებთ, რომელიც სიგნალს არ იძლევა, - ამის შესახებ მინდელის შახტაში დაშავებულმა, იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მოთავსებულმა ერთ-ერთმა მეშახტემ, ირაკლი კირკიტაძემ განაცხადა, რომელიც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოინახულა.

მისი თქმით, მომხდარი მოვარდნილმა ჰაერის უზარმაზარმა ტალღამ გამოიწვია. „ჰაერის უზარმაზარი ტალღა წამოვიდა. უსაფრთხო ადგილზე ვიყავი, თუმცა იმდენად ძლიერი ტალღა იყო, მიმანარცხა კედელზე. ჩვენ ამას სამთო დარტყმას ვეძახით, რომელიც სიგნალს არ იძლევა და როგორც ვიცი, ამის პრევენცია ვერ ხდება“, - განაცხადა დაშავებულმა მეშახტემ.

მისივე თქმით, ჰაერის მოვარდნილმა ძლიერმა ტალღამ 15-17 მეტრზე ათრია.

ექიმების განცხადებით, აღნიშნული მეშახტის მდგომარეობა სტაბილურია, ის ადეკვატური და კონტაქტურია.

პირველმა ვიცე-პრემიერმა მინდელის შახტაში დაშავებულები ტყიბულისა და ქუთაისის საავადმყოფოებში მოინახულა და პირადად გაეცნო მათ მდგომარეობას. მანამდე დიმიტრი ქუმსიშვილი ტყიბულში ადგილზე გაცნო ვითარებას.

მინდელის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.