მამაკაცი, რომელიც დენის ანძიდან გადმოხტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მამაკაცი, რომელიც დენის ანძიდან გადმოხტა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა. თუმცა, როგორც ცნობილია, მას რაიმე სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მოითხოვდა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროგადამცემი ბოძიდან გადმოხტომით იმუქრებოდა. მიმდებარე ტერიტორია სამართალდამცველებმა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამაშველო ბრიგადები, რომლებმაც გაშალეს სპეციალური ბალიში, რათა მამაკაცის გადმოვარდნის შემთხვევაში უბედური შემთხვევის პრევენცია მომხდარიყო. მოლაპარაკებების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი სწორედ სპეციალურ ბალიშზე გადმოხტა, რის გამოც მან დაზიანებები არ მიიღო და მოათავსეს სასწრაფო დახმარების მანქანაში.

მიუხედავად მისი სურვილისა, მამაკაცმა მედიასთან გასაუბრება ვერ მოახერხა, რადგან სამართალდამცველებმა და ექიმებმა ამის საშუალება არ მისცეს და მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანაში მოათავსეს. ჯერჯერობით კვლავ უცნობია კონკრეტული მიზეზი, თუ რაზე სურდა საუბარი მას ჟურნალისტებთან. ერთადეთი, რისი თქმაც მამაკაცმა მოახერხა, არის ის, რომ "იგი ქვეყანაში არსებულ სისტემას ებრძვის". მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.