გომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
გომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გომბორზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 9 ივნისს, ვაზიანი-გომბორი-თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მიკროავტობუსის მძღოლი 1981 წელს დაბადებული ბ. კ. დააკავა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
გამოიწვია.

გამოძიებით ამ ეტაპზე დადგინდა, რომ თელავის რაიონის სოფელ კობაძეებთან, ქალაქ თელავის მიმართულებით მოძრავი ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ფერდობზე გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.

საქმესთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები", – ნათქვამია
სამინისტროს განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი
ამ ავტორის სხვა სტატიები
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე #34 ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა.
30-07-2018
"სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას დაშავებული საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა
17-07-2018
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
16-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რეპერი ბერა ივანიშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს და რჩეულის ფოტოსთან ერთად
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
კონგრესის ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი"
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი სურათი „მონა ლიზა“ არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა პროფილის
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად