თანამშრომლობის ხიდი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თანამშრომლობის ხიდი

თავისი მნიშვნელობით უნიკალური სომხურ-ქართული ბიზნეს-ღონისძიება "თანამშრომლობის ხიდი". ამ ღონისძიების ინიციატორი გახდა შპს "FDA laboratory" ანალიტიკური ლაბორატორია, რომელმაც ის განახორციელა შპს "სერტიფიკაცია და ხარისხთან", შპს "Tonus-Les" და შპს "Tonus-Les Georgia-ასთან ერთად. mkurnali.geღონისძიების მიზანი იყო სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განახლება და განვითარება, განსაკუთრებით კი იმ მომსახურებების სფეროში, რომლებიც დღეს ძალზედ მოთხოვნადია საქართველოში, კერძოდ ფარმაცევტიკისა და ლაბორატორიული მომსახურების სფეროში. ღონისძიებაზე იყვნენ მოწვეულნი ისეთი ცნობილი ქართული ფარმაცევტული კომპანიები, როგორიცაა GEPHA Ltd, GMP Ltd, PSP Ltd, AVERSI Ltd, AVERSI Rational Ltd, Quality Lab Ltd, GEA Ltd, NeoPharm Ltd, BioPharm Ltd, GlobalTest Ltd, Turmaznidze Ltd, Sakhalkho Ltd, Molisani Ltd, IMPEX Ltd, TSSU, ასევე ამერიკული კომპანიის American Clinic, ფრანგული კომპანიის MERCK წარმომადგენლები და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. პრეზენტაციის "მომსახურებები ჩვენი ქართველი პარტნიორებისთვის" ფარგლებში ანალიტიკურმა ლაბორატორიამ შპს „FDA laboratory" შემოგვთავაზა მისი 2 ლაბორატორიის მომსახურება, რომლებიც ახორციელებს სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ბიოეკვივალენტურობის ანალიზს და მიკრობიოლოგიურ კვლევებს. დამატებით, დამსწრე პირებს შესთავაზა სახელმწიფო რეგისტრაციის სერტიფიკატების გაცემის მომსახურება. აღნიშნულმა მომსახურებებმა გულწრფელი ინტერესი გამოიწვია და ფართო რეაგირება მოახდინა ქართველ პარტნიორებს შორის, რადგან ანალიტიკური ლაბორატორია შპს " FDA laboratory " წარმოადგენს მონაწილე ქვეყნის ევრაზიის რეზიდენტს და ის უფლებამოსილია გასცეს სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს ქართველი პარტნიორების გასვლა ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს ბაზარზე (სომხეთი, რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი). mkurnali.geშპს "სერტიფიკაცია და ხარისხმა" წარმოადგინა ევრაზიული საბჭოს დეკლარაციებისა და სერტიფიკატების გაცემის სფეროები და მომსახურებები, ხოლო შპს "Tonus-Les" წარმოადგინა საკონტრაქტო-კვლევითი ორგანიზაციის მომსახურებები (CRO). ხაზი უნდა გაესვას, რომ ბიზნეს-ღონისძიებაზე წარმოდგენილი მომსახურებებით სარგებლობისთვის არ არის აუცილებელი სომხეთში ჩასვლა, რადგან საქართველოში მდებარეობს შპს "Tonus-Les Georgia", რომელიც წარმოადგენს "თანამშრომლობის ხიდს". ღონისძიების ორგანიზატორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სომხეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ბიზნეს-ურთიერთობების განვითარების ყველა ასპექტს, რომლებიც არამხოლოდ ითვალისწინებს კერძო საწარმოების მოთხოვნებს, არამედ ორივე ქვეყნისთვის შეიძლება გახდეს ეკონომიკური ურთერთობების განვითარებისკენ მიმართული ახალი სტიმული, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სომხეთს შეუძლია გახსნას საქართველოს წინაშე ევრაზიის ბაზარი. R