როგორია მომღერალ ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა
"ოპერაციამ, მადლობა ღმერთს, კარგად ჩაიარა. სასწრაფოს ექიმებმა ძალიან სწრაფად იმოქმედეს და გადაგვარჩინა იმანაც, რომ ძალიან მალე მოხდა მისი გადმოყვანა საავადმყოფოში. შემდეგ უკვე ივაჟკაცეს ექიმებმა და ძალიან დიდი მადლობა მათ ამისთვის. იმედი გვაქვს, ხვალ უკვე უფრო უკეთესი სურათი იქნება მდგომარეობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დამნაშავეებს, ჩემი ინფორმაციით მე მგონი დაკავებულები არიან ორივენი. თუმცა, ეს ინფორმაცია ჭორის დონეზე გავიგე".