ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი თორმეტივე ფეხბურთელი და მათი მწვრთნელიც უკვე სამშვიდობოს არიან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი თორმეტივე ფეხბურთელი და მათი მწვრთნელიც უკვე სამშვიდობოს არიან

მღვიმიდან ამოიყვანეს, ევაკუაციის მესამე ეტაპიც წარმატებით დასრულდა. უწყება "ფეისბუქზე" აღნიშნავს, რომ არცერთ მათგანს ახლა საფრთხე აღარ ემუქრება.

სასწრაფო დახმარების მანქანებმა და ვერტმფრენებმა ტერიტორია დატოვეს.

ბიჭები 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი გამოქვაბულების სისტემაში ექსკურსიაზე შევიდნენ და გამოსვლა ვეღარ შეძლეს.

ბიჭების სამძებრო ღონისძიება ადგილობრივმა მაშველებმა 18 დღის წინ დაიწყეს, საბოლოოდ კი მასში უამრავი ქვეყნის სპეციალისტი ჩაება. 2ივლისს ფეხბურთელების გუნდი მღვიმეში ორმა ბრიტანელმა მოხალისე მყვინთავმა იპოვა. სწორედ მათ გაავრცელეს პირველი ვიდეო, სადაც ბიჭები ამბობდნენ, რომ ცამეტივე მათგანი ცოცხალი იყო და თავს კარგად გრძნობდა. სპორტსმენების დასახმარებლად მყვინთავი მაშველები და ინჟინრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ.

mkurnali.ge

მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭების მშობლები დღეების განმავლობაში გამოქვაბულის შესასვლელთან იმყოფებოდნენ და შვილების გადარჩენისთვის ლოცულობდნენ.

mkurnali.ge

სიბნელესა და ტალახში ჩარჩენილი ბიჭების ბედი 18 დღის მანძილზე მთელ მსოფლიოს აღელვებდა. მაშველები შიშობდნენ, რომ წყლითა და ტალახით დაფარულ უწვრილეს გვირაბებში ბიჭების გამოყვანა სიცოცხლის რისკის ფასი იყო.

ბიჭებისთვის საჭმელისა და ჟანგბადის მისაწოდებლად ჩასული ერთ-ერთი გამოცდილი მაშველი უჰარობისგან გარდაიცვალა.

mkurnali.ge

ამინდის პროგნოზი კიდევ უფრო მეტად ართულებდა საქმეს, სინოპტიკოსები კვლავ ძლიერ წვიმას ვარაუდობდნენ, რის შედეგადაც ის მღვიმეც დაიტბორებოდა, სადაც ბიჭები თავს აფარებდნენ. უჭმელობისგან დასუსტებული ფეხბურთელების უმეტესობამ ცურვაც არ იცის.

საბოლოოდ, მაშველებმა რთული გადაწყვეტილება მიიღეს და ბიჭების გამოყვანა დაიწყეს. ოპერაცია სამი დღის მანძილზე სამ ეტაპად განხორციელდა.

მას შემდეგ, რაც ორმა ბრიტანელმა მყვინთავმა მღვიმეში ბიჭებს მიაგნო, ფეხბურთელებთან ერთად გამოქვაბულში ექიმი და რამდენიმე მყვინთავი იმყოფებოდა. უახლოეს წუთებში მღვიმედან მათ გამოჩენასაც ელიან.

ბიჭები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ექიმებმა გადაწყვიტეს, რამდენიმე დღის განმავლობაში ფეხბურთელები კარანტინში დატოვონ, რადგან მათ ორგანიზმში ინფექციის არსებობა გამორიცხონ.

mkurnali.ge